ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 32 33 34 35 36 ... 198 »
16/სექტემბერი/2019
70 სურათი
ახალი სასწავლო წელი თსუ-ში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 5000-მა პირველკურსელმა დაიწყო.ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი დანიელ სტეპანენკო თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტი გახდა. თსუ პირველკურსელთა დაახლოებით 50%-მა სასწავლო გრანტი მოიპოვა. სტუდენტებს სწავლის დაწყება თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორებმა და თსუ კურსდამთავრებულებმა მიულოცეს. ფაკულტეტებზე ჩარიცხული ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები, მათ შორის 1+4 პროგრამის აზერბაიჯანული, აფხაზური და ოსურენოვანი სტუდენტები თსუ-მ სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. 2019 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2% შედის (The U.S.News&World Report). ამასთან, უკვე მეოთხე წელია თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია კავკასიის რეგიონიდან, რომელიც თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში მოხვდა.
ნახვა »
13/სექტემბერი/2019
8 სურათი
კონფერენცია „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები“
შედარებითი და არეალური ენათმეცნიერების ორასწლოვან ისტორიას და ენათმეცნიერ რასმუს რასკს მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  კონფერენცია „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები“ უკვე მესამედ იმართება. კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ესწრებოდნენ.

„კონფერენცია „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები 2019“ ახალგაზრდა მეცნიერებს საკუთარი მიღწევების წარმოჩენის საშუალებას აძლევს. საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც  სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები არიან  ჩართულნი, ლინგვისტური თეორიების შეფასება სხვადასხვა კუთხით ხდება. საქართველოში ლინგვისტიკა საკმაოდ განვითარებული იყო და კარგია, რომ ეს ტრადიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ნახვა »
11/სექტემბერი/2019
19 სურათი
გრიგოლ ფერაძე - 120
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლის იუბილე აღინიშნა. 
იუბილეს ფარგლებში თსუ-ში ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გაიხსნა.

კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება და მისი მიზანია ევროპასთან, კერძოდ, ვარშავის უნივერსიტეტთან ურთიერთობის გაღრმავება და ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებით მუდმივმოქმედი ფორუმის დაარსება. კონფერენციის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ფერაძის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, ხელნაწერები, სამეცნიერო ნაშრომები გამოიფინა.


ნახვა »
9/სექტემბერი/2019
8 სურათი
„საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია ორგანზომილებიან კრისტალებსა და ფონეტიკაში“
9 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო „საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია ორგანზომილებიან კრისტალებსა და ფონეტიკაში“. კონფერენცია დაფინანსდა შოთა რუსთაველის საერთასორისო ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტთან არსებული Office of Naval Research (ONR) მიერ.  ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ  ქართველი და უცხოელი დარგის წამყვანი მეცნიერები. იგი 14 სექტემბერს დასრულდება. 
ნახვა »
9/სექტემბერი/2019
9 სურათი
"ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საერთაშორისო მულტიდისციპლინური კომბინირებული ღონისძიება  "ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა", გაიხსნა. იგი მოიცავს კონფერენციას, სეზონურ სკოლას, გამოფენას. კონფერენცია ერთად შეკრებს  მეცნიერებს ევროპის ლანდშაფტების კონვენციასთან მიერთებული ქვეყნებიდან და იმ ქვეყნებიდან,  რომლებსაც არა აქვთ კონვენციის დოკუმენტი რატიფიცირებული, მაგრამ გააჩნიათ ლანდშაფტური კვლევების დიდი გამოცდილება
ნახვა »
9/სექტემბერი/2019
9 სურათი
ესტატე ხმალაძის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და პედაგოგის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის დამფუძნებლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, ახალი ზელანდიის სამეფო აკადემიიის წევრის, ახალი ზელანდიის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორის ესტატე ხმალაძის დაბადების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში“. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ნახვა »
« 1 ... 32 33 34 35 36 ... 198 »