გალერეა
23/სექტემბერი/2019
13 სურათი
თეორიულ და ნაწილაკების ექსპერიმენტულ ფიზიკაში რეგიონალური სადოქტორო პროგრამის VII საერთაშორისო სკოლა
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიულ და ნაწილაკების ექსპერიმენტულ ფიზიკაში რეგიონული სადოქტორო პროგრამის VII საერთაშორისო სკოლის ფარგლებში რეგიონის (ძირითადად საქართველო, სომხეთი, თურქეთი და ირანი) დოქტორანტებსა და მაგისტრებს ლექციები წაუკითხეს ამ დარგის მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა. თეორიულ და ნაწილაკების ექსპერიმენტული ფიზიკის რეგიონულ სადოქტორო პროგრამაში გაერთიანებულნი არიან თსუ, ბონისა და ზიგენის უნივერსიტეტები, ასევე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, "ფოლკსვაგენის" საქველმოქმედო ფონდი და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
23/სექტემბერი/2019
18 სურათი
საქართველოს ეროვნული ატლასის პრეზენტაცია
თბილისის ივანე ჯვაახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული ატლასის პრეზენტაცია გაიმართა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ინგლისურენოვანი ეროვნული ატლასი თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ მომზადდა გერმანიის გისენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
„საქართველოს ეროვნული ატლასი“ სამეცნიერო-საცნობარო ხასიათის კომპლექსური კარტოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც დაახლოებით 120 რუკას, ტექსტებს, გრაფიკებსა და ფოტოებს მოიცავს. ატლასში სხვადასხვა სფეროებში არსებული თანამედროვე მეცნიერული მიღწევებია წარმოდგენილი.
პირველ ინგლისურენოვან გამოცემასთან ერთად, დღეს თსუ-ში „საქართველოს გეოგრაფიული ატლასის“ პრეზენტაციაც გაიმართა. გეოგრაფიული ატლასი უახლესი მონაცემებით არის შედგენილი, რაც ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.
20/სექტემბერი/2019
13 სურათი
ალექსანდრე დვალის საჯარო ლექცია -"როგორ ავაწყვე ტელესკოპი?"
"მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და საქართველოს ასტრონომიის კლუბის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ასტრონომიის კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალეესანდრე დვალის საჯარო ლექცია თემაზე -"როგორ ავაწყვე ტელესკოპი?".
ლექციაზე მოწვეულმა სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და დაინტერესებულ პირებს მისცა რჩევები და რეკომენდაციები.
ლექციაზე მოწვეულმა სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და დაინტერესებულ პირებს მისცა რჩევები და რეკომენდაციები.
20/სექტემბერი/2019
18 სურათი
პუბლიცისტ ზაალ ჩხეიძის საჯარო ლექცია "დიდი (პატარა) ქალაქის ჩირაღდნები"
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა" დაწყებასთან დაკავშირებით მწერალ და პუბლიცისტ ზაალ ჩხეიძის საჯარო ლექცია "დიდი (პატარა) ქალაქის ჩირაღდნები" გამართა. მწერალმა ოთხგვარი ქალაქის იდეაზე ისაუბრა და თემასთან დაკავშირებით ქართული ლიტერატურიდან პარალელებს გაავლო.
ღონისძიება ლეგენდის ფარგლებში ზაფხულში გამართული მასტერკლასის "წერის არქიტექტურა" მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დაიწყო. ორი დღის განმავლობაში ტრენინგის 10-მა მონაწილემ წერის პრაქტიკული კურსი გაირა, საუბარი შეეხო წერის სტილს, შერჩეული თემის გაშლასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც წერაში გვეხმარება.
19/სექტემბერი/2019
39 სურათი
თსუ - საბავშვო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისათვის
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოსწავლეებმა იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა, ზოოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმის საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს, სტუდენტებმა და პროფესორებმა მოსწავლეებისთვის ქიმიაში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში სახალისო ცდები ჩაატარეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თსუ რექტორის მოადგილე
ნინო ოკრიბელაშვილი, ლექტორები და სტუდენტები.
თსუ პირველ კორპუსში გამართული სახალისო მეცნიერების შემდეგ სკოლის მოსწავლეებმა თსუ პროფესორების
გიორგი დვალაშვილისა და
თორნიკე ქადეიშვილის საჯარო ლექციები მოისმინეს.
18/სექტემბერი/2019
16 სურათი
"მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019"- ანიმაციის კლასი
"მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სკოლის მოსწავლეებისათვის ანიმაციის კლასის ვორქშოფი გაიმართა.
ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ფილმწარმოების ყველა ეტაპი, გაეცნენ ანიმაციის ტექნოლოგიებსა და ტექნიკებს (2D ანიმაცია, stop-motion ანიმაცია) და იმ კომპიუტერულ პროგრამებს, რომელთა საშუალებითაც ხდება ანიმაციურ ფილმზე მუშაობა. ღონისძიების ფარგლებში შეიქმნა მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია.




