ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი - შემოდგომის ლეგენდა

კონკურსის არსებობის ათზე მეტი წლის მანძილზე ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი სახეები, რომლებმაც უკვე დატოვეს თავიანთი ხელწერა სხვადასხვა მიმართულებით, შემოდგომის ლეგენდის მონაწილეები ლიტერატურული კონკურსის ლაურეატები და წიგნის ავტორები არიან, მათი მოთხრობების მიხედვით შეიქმნა რადიოსპექტაკლი და გადაიღეს ფილმი.

შენი აღმოჩენის დროა!
თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული, თუ გიყვარს ლიტერატურა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია "სილქნეტი" გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“.
კონკურსში მონაწილეობა თბილისში აკრედიტირებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეუძლიათ.
ლიტერატურული კონკურსი სტარტს ყოველ წელს სწავლის დაწყების დღეს იღებს და ორ ეტაპად ტარდება:

I ეტაპი – შიდა შესარჩევი ტური მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომები უნდა გადმოაგზავნოთ კონკურსის ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge
  • პროზაული ნაშრომი (ან ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია.
  • შევსებული ანკეტა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული

უნივერსიტეტის ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს 10 საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „სილქნეტის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო
II ადგილი700 ლარი
III ადგილი500 ლარი