ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მისია

დასახე შენი წარმატება

„მისია“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური კონკურსია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან.
კონკურსი ჯგუფურია (3-5 სტუდენტი) და მასში მონაწილეობის მიღება სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. შიდაშესარჩევი ჟიური გამოავლენს 5 ფინალისტ გუნდს.
ფინალისტი გუნდებიდან სამ საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. პარტნიორი კომპანიის მიერ დაწესებული საპრიზო ფონდი  - 5000 ლარი გამარჯვებულ სამეულზე განაწილდება:

I ადგილი - 2500 ლარი
II ადგილი - 1500 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი


კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა.