გალერეა
25/სექტემბერი/2019
15 სურათი
საერთაშორისო სიმპოზიუმი "ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები"
თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) ორგანიზებით საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნა, რომლის თემასაც „1980-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები და ლიტერატურული დისკურსი“ წარმოადგენს.
სიმპოზიუმში მონაწილეობს 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: აშშ, გერმანია, იტალია, სამხრეთ კორეა, მაკედონია, არაბეთის გაერთიანებული საემირო, ბულგარეთი, ლიეტუა, ლატვია, უკრაინა, აზერბაიჯანი, რუსეთი; აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.
სიმპოზიუმი 3 დღის განმავლობაში იმუშავებს. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება იხილოს შსს არქივიდან წარმოდგენილი გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ამსახველი ფოტომასალა. 26-27 სექტემბერს სესიები გაგრძელდება ლიტერატურის ინსტიტუტში.
24/სექტემბერი/2019
6 სურათი
თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პრეზენტაცია
"მენიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019"-ის ფარგლრბში თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა გააცნეს სკოლის მოსწავლეებს საერთაშოროსო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული სამეცნიერო შედეგები. ინსტიტუტის მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო კოლაბორაციებში : ATLAS ( ცერნის დიდი ადრონული კოლაიდერი), JEDI (იულიხის სამეცნიერო ცენტრი), KM3NeT კოლაბორაცია, COMET (პროტონული ამაჩქარებლის კომპლექსი იაპონიაში).
24/სექტემბერი/2019
19 სურათი
საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი
დოქტორს, პროფესორს, მის სამეფო უმაღლესობას, პრინც ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ ლიჰთენშთაინს, პროფესორს, დოქტორ მარკ ჰენეს დანიელს, პროფესორ ნიკოლას ტოტსა და პროფესორ ქეთი დაიან შიკს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. ამავე დღეს გაიმართა მათი საჯარო ლექციები.
24/სექტემბერი/2019
26 სურათი
სამეცნიერო კაფე
თსუ საპატიო დოქტორებმა სამეცნიერო კაფეში საჯარო ლექციები გამართეს.
მისმა სამეფო უმაღლესობამ, დოქტორმა, პროფესორმა, პრინცმა ჰაინრიჰ ფოდ უნდ ცუ ლიშთენშთაინმა, პროფესორებმა მარკ ჰენეს დანიელმა, ნიკოლას ტოტიმ და ქეთ დაიან შიკმა საჯარო ლექციები წაიკითხეს თემებზე:
- „From Risk to Responsibility: Responding Thoughtfully to a Challenging World“;
- „Family Purpose: 2 A Conceptual Analysis of Individual and Shared Purposes in Business Families“;
- “Human Evolution and the Dawn of Human Technology“.
23/სექტემბერი/2019
6 სურათი
პროფესორის დანიელე მორეტის სემინარი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაიდელბერგის კარლ რუპრეხტის უნივერსიტეტის თარგმანისა და თარჯიმნობის ინსტიტუტის პროფესორის დანიელე მორეტის სემინარი „პოლიტიკური კომუნიკაცია“ / „თარგმანი, ენა, ტექნოლოგია“ გაიმართა.
23/სექტემბერი/2019
7 სურათი
ქალის ტრადიციული როლი სოციალიზაცია-ინკულტურაციის პროცესში და თანამედროვე გამოწვევები
თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში ჩატარდა ვერა ბარდაველიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია: "ქალის ტრადიციული როლი სოციალიზაცია-ინკულტურაციის პროცესში და თანამედროვე გამოწვევები".
სოციალიზაციის საკითხი ყოფისა და კულტურის კვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხთაგანია. აღზრდის სისტემები და ინსტიტუტები, ცოდნის დაგროვებისა და გადაცემის ფორმები, განათლების არსი და მახასიათებლები ესაა მცირე ჩამონათვალი ამ მიმართულებით წარმოებული კვლევებისა. აღნიშნული საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე საქართველოსთვის, როდესაც სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა თუ ვინ არის პასუხისმგებელი ახალ თაობებში ღირებულებათა ცვლილება-დევალვაციაზე. რომელ სივრცეში ხდება მათი აღზრდა, ვინ არიან ამ პროცესში ჩართული აქტორები და როგორაა მათი ფუნქციები გადანაწილებული.
კონფერენციაზე ძირითადი მოხსენებების შემდგომ გაიმართა დისკუსია.




