ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 196 197 198
29/აგვისტო/2013
8 სურათი
თსუ - ლიდერი უნივერსიტეტი საქართველოში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  კვლავ ლიდერი უნივერსიტეტია საქართველოში.  
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თსუ ყველაზე რეიტინგული და მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია. ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, „გამოცდების შედეგების რეიტინგული სიის მიხედვით ასპროცენტიანი გრანტის მფლობელი ყველაზე მეტი სტუდენტი  თსუ-ში ჩაირიცხა. თსუ წამყვანია ნაწილობრივი დაფინანსების მქონე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობითაც.“


ნახვა »
15/აპრილი/2013
5 სურათი
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თსუ-ში
 15 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სახალხო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ტარა სონენშაინი ეწვია. 
სახელმწიფო მდივნის მოადგილე სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა და წაიკითხა ლექცია გამოხატვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობის შესახებ. საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ ტარა სონენშაინი სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
ნახვა »
14/აპრილი/2013
4 სურათი
სტუდენტთა მე-5 საერთაშორისო არქეოლოგიური კონფერენცია ვარძიაში
 14 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ვარძიის კომპლექსის ერთ-ერთ დარბაზში სტუდენტთა მე-5 საერთაშორისო არქეოლოგიური კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაში თსუ სტუდენტებთან ერთად ვარშავის, ლოძის და ედინბურგის უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღეს მონაწილეობა.
სტუდენტთა მე-5 საერთაშორისო არქეოლოგიური კონფერენცია გამოჩენილი ინგლისელი არქეოლოგის, სტრატიგრაფიული მეთოდის ფუძემდებლის პიტ რივერსის ხსოვნას ეძღვნება. კონფერენცია 15 აპრილს დასრულდება.
ნახვა »
« 1 ... 196 197 198