ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 29 30 31 32 33 ... 198 »
27/სექტემბერი/2019
8 სურათი
მეიქათონი

"მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "მეიქათონი" დაიწყო. პროექტი თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ორგანიზებიტ ხორციელდება. სამი დღის განმავლობაში მეიქათონის მონაწილეები სოფლის მეურნეობის, ღამის ეკონომიკის, ინოვაციური განათლების სფეროებში არსებულ მდგომარეობას. გაეცნობიან და განსაზღვრულ დროში პრობლემების გადაჭრის გზებს მოიფიქრებენ. ღონისძიების მიზანია მეიქათონში მონაწილე სტუდენტებმა შეძლონ პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება და რაც მთავარია, ამ იდეების პროექტებად ქცევა.

ნახვა »
27/სექტემბერი/2019
18 სურათი
პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დაარსებიდან 90 წლის იუბილე
პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დაარსებიდან 90 წლის იუბილე გაიმართა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობში არსებული ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი ქიმიური პროფილის უძველესი სამეცნიერო ცენტრია საქართველოში. 
იუბილეზე წარდგენილი იქნა ინსტიტუტის ისტორია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, როგორც ფუნდამენტური ისე გამოყენებითი კვლევების სფეროში და ინსტიტუტის სამომავლო გეგმები. გამოიცა ინსტიტუტის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომათა კრებული და ინსტიტუტის დაარსებიდან დღემდე ინსტიტუტში მოღვაწე ცნობილი ქიმიკოსების შესახებ ბუკლეტი. მოეწყო ინსტიტუტის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა.
ნახვა »
27/სექტემბერი/2019
5 სურათი
აღმოსავლეთ საქართველოს ხატ-სალოცავები
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია აღმოსავლეთ საქართველოს ხატ-სალოცავები. საჯარო ლექცია ჩაატარა ეთნოლოგიის  დოქტორმა, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ნათია ჯალაბაძ. საჯარო ლექციით  მოსწავლეები გაეცვნენ აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეების უმთავრეს ჯვარ-ხატებს, კომლექსის სტრუქტურას, მათთან დაკავშირებულ თქმულებებსა და რიტუალებს. შედარდა ქართულ ლიტერატურაში ასახული და სამეცნერო კვლევების შედეგად დადგენილი ინფორმაცია. ნაჩვენები იქნა ეთნოგრაფიული ფილმის მონაკვეთები, სადაც ასახული იყო წარსული ყოფის, დღეობებისა და რიტუალების რეკონსტრუირებული მაგალითები.
ნახვა »
27/სექტემბერი/2019
6 სურათი
ღია კარის დღე თსუ მულტიმედია ცენტრში
თსუ მულტიმედია ცენტრში ღია კარის დღე  გაიმართა,  სადაც  დაინტერსებულთ  საშუალება  ჰქონდათ  გასცნობოდნენ ცენტრის და თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქმიანობს. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეიღოტ ჟურნალისტური პროდუქციის შექმნაში (კერძოდ, განხორციელდება მოდელირებული ჩაწერა, მსურველები  ჩაერთვებიან პრაქტიკულ საქმიანობაში - მოერგოთ წამყვანის ამპლუა, ჩაწერათ ინტერვიუები, დაეამონტაჟებინათ როგორც ვიდეო, ისე აუდიო მასალა). ღია კარის დღის ფარგლებში მოხდა ფაკულტეტის 6 მიმართულებისა და ინსტიტუტების მიერ მომზადებული პროდუქციის  (სამეცნიერო და პოპულარული ჟურნალების, საკონფოერენციო მასალების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების და სხვ.) გამოფენა. 
ნახვა »
26/სექტემბერი/2019
11 სურათი
არნოლდ ჩიქობავას 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და წარდგენა
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით არნოლდ ჩიქობავას 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და წარდგენა გაიმართა.  
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2018 წლის 8 დასახელების  ბეჭდური და ელექტრონული პროდუქცია, კერძოდ:
1 - 2) აკად.არნოლდ ჩიქობავას თხზულებათა მე-13 და მე-14 ტტ.;
3) აკად.არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი: - საერთაშორისო სიმპოზიუმი,
4) - 5) პროგრამა (+მოსაწვევი) და მასალები;
6) „არნოლდ ჩიქობავას საკითხავების“ 29-ე კონფერენცია,
7) ინსტიტუტის 77-ე  სამეცნიერო სესია;
8) 38-ე რესპუბლიკური  დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის მასალები, რომლებშიც ასახულია ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2018 წელს გაწეული მრავალმხრივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
ნახვა »
26/სექტემბერი/2019
13 სურათი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ -2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“. კონფერენცია მიეძღვნა გამოჩენილი ნეირომეცნიერის ალექსანდრე როიტბაკის დაბადების 100 წლისთავს. აკად. ალექსანდრე როიტბაკი 3 ათეულ წელზე მეტი მოღვაწეობდა თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე, კითხულობდა ლექციების კურსს ელექტროფიზიოლოგიაში. 
საერთაშორისო კონფერენციაში „ნეიროგლიის ფუნქციები“ მონაწილეობდნენ 10 ევროპული ქვეყნის, აშშ-სა და იაპონიის წამყვანი მეცნიერები. ღონისძიების მიზანია გააგრძელოს აკად. ალექსანდრე როიტბაკის მემკვიდრეობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ნეირომეცნიერების აღორძინებასა და განვითარებას.  
კონფერენცია გაიმართა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის, ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, საქართველოს ნეირომეცნიერების ასოციაციის, ეროვნული აკადემიის, სამეცნიერო ჟურნალი „გლია“ და „აკადემია ევროპეას“ თბილისის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით. ასევე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG), ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO), ტვინის იმუნოლოგიისა და გლიის ცენტრის (BIG) და ვირჯინიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების დეპარტამენტის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით.

ნახვა »
« 1 ... 29 30 31 32 33 ... 198 »