«
1 ...
28 29 30 31 32
...
198
»
1/ოქტომბერი/2019
16 სურათი
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ღია კარის დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ღია კარის დღე მოეწყო.
პირველი კორპუსის ეზოში ოკუპაცური თერაპიის სამეცნიერო შოუ გაიმართა. მოეწყო დამხმარე საშუალებების გამოფენა, მოხდა სიტუაციების მოდელირება, რომელშიც დამსწრე საზოგადოებას ინტერაქტიული ჩართვის შესაძლებლობა მიეცა. სამეცნიერო შოუს მიზანსფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამის - ოკუპაციუირ თერაპიის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
ასევე მოეწყო ფსიქოლაბის შემეცნებით–ექსპერიმენტული ტური. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ: ენახათ ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული, ყველადროის ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტები და თავად მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა სახალისო აქტივობაში.
პროექტის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო შოუ, რომლის ფარგლებშიც დამსწრე აუდიტორია გაეცნო განათლების მეცნიერებათა რამდენიმე თემატურ პროგრამას ქართულში, ბიოლოგიაში, მათემატიკასა და ხელოვნებაში.
ნახვა »
30/სექტემბერი/2019
8 სურათი
სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა არქეოლოგიურ გათხრებში გრაკლიანი გორაზე
თსუ სტუდენტების სამეცნიერო პრაქტიკის ბაზაზე, გრაკლიან გორაზე თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ვორკშოპი გაიმართა. ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში შედგა. თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა სკოლის მოსწავლეებს გრაკლიან გორაზე არსებული მუზეუმი დაათვალიერებინა, ჩაუტარა ლექცია საქართველოს არქეოლოგიის შესახებ, აჩვენა გათხრების შედეგად აღმოჩენილი მნიშვნელოვანი არტეფაქტები. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს არქეოლოგიურ გათხრებში.
„ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდები ინტერესდებიან არქეოლოგიით. მნიშვნელოვანია, რომ ინტერესის გაღვივება სკოლის ასაკიდან ხდება. ვფიქრობ, ღონისძიების მონაწილეებს მოეწონათ ისეთი ეროვნული მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლზე ახალ აღმოჩენებში მონაწილეობა, როგორიც გრაკლიანი გორაა. მათ თავად მოიპოვეს არტეფაქტები და თავადვე მიუჩინეს ადგილი საცავში,“ - აღნიშნა ვახტანგ ლიჩელმა. სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ახლადაღმოჩენილი სამარხები, მონაწილეობა მიიღეს თიხის ჭურჭლის რესტავრაციაში, გაეცნენ არქეოლოგიური გათხრების თავისებურებებს.
ნახვა »
30/სექტემბერი/2019
10 სურათი
ფრანგი მეცნიერების ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი ფრანგი მეცნიერები ახილე სტოჩი (Achille Stocchi) და სერგეი ბარსუკი (Sergey Barsuk) ეწვივნენ. ახილე სტოჩმა წაიკითხა ლექციას: "საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის(CNRS) ორსეს ახალი მულტი-პროფილური ლაბორატორია".
ფრანგი მეცნიერების ვიზიტის ძირითადი მიზანს ქართველი კოლეგებისთვის ორსეს ლაბორატორიის სამეცნიერო საქმიანობის გაცნობა, ქართულ-ფრანგული სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ტრანსევროპული სკოლის საქართველოში გამართვის შესაძლებლობის განხილვა წარმოადგენდა.
ახილე სტოჩი საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) ერთ-ერთი მთავარი ლაბორატორიის, კერძოდ კი, ორსეს წრფივი ამაჩქარებლის ლაბორატორიის (LAL-Orsay) დირექტორი და პარიზ-XI უნივერსიტეტის პროფესორია (Paris XI, Paris-Sud). სერგეი ბარსუკი კი ამავე ლაბორატორიის წამყვანი მკვლევარი, განყოფილების გამგე და ამავდროულად პარიზ-XI უნივერსიტეტის პროფესორი.
ნახვა »
27/სექტემბერი/2019
7 სურათი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საჯარო ლექცია
"მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ასისტენტ პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ სტუდენტებს წაუკითხა საჯარო ლექცია "ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგიები". ისაუბრა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე და მისი განვითარების გზებზე. ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტმა დარეჯან ოზმანოვმა წაიკიტხა ლექცია "ინოვაციური ტექნოლოგიები ტუროპერატორულ ბიზნესში".
ნახვა »
27/სექტემბერი/2019
10 სურათი
თეორიულ და ნაწილაკების ექსპერიმენტულ ფიზიკაში VII საერთაშორისო კონფერენცია და ვორქშოპი
"მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიულ და ნაწილაკების ექსპერიმენტულ ფიზიკაში VII საერთაშორისო კონფერენცია და ვორქშოპი გაიმართა.
საერთაშორისო სკოლისა და კონფერენციის ფარგლებში საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და ირანის მაგისტრებსა და დოქტორანტებს მსოფლიოში წამყვანმა მეცნიერებმა კვანტური ქრომოდინამიკის თანამედროვე მიღწევების შესახებ ლექციები წაუკითხეს.
საერთაშორისო სკოლასა და კონფერენციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბონისა და ზიგენის უნივერსიტეტები და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივად ატარებენ.
ნახვა »
27/სექტემბერი/2019
5 სურათი
წიგნის: „ახალი ქართული ლიტერატურა და ევროპული მწერლობა“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკა ვარდოშვილის წიგნის: „ახალი ქართული ლიტერატურა და ევროპული მწერლობა“ პრეზენტაცია. მონოგრაფიაში ნაჩვენებია, თუ როგორ ვლინდება ევროპული ლიტერატურულ-სააზროვნო ტრადიციები და სახისმეტყველების ფორმები ახალ ქართულ ლიტერატურაში. საზოგადოდ, ქართული ლიტერატურათმცოდნეობის მნიშვნელოვანი ამოცანაა გათვალისწინება პარალელური მოტივებისა, რაც ეროვნული მწერლობის ზოგიერთ წყაროს გარკვევის საშუალებას იძლევა. მონოგრაფიის მიზანია, აჩვენოს მკითხველს, რომ ქართული კულტურა, თავისი არსით, ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია. XIX საუკუნის ქართველი კლასიკოსები ჩართულნი არიან მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებში და თავისი წვლილი შეაქვთ მის განვითარებაში. წიგნი წარმოდგენილი იყო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.
ნახვა »
«
1 ...
28 29 30 31 32
...
198
»