გალერეა
7/ოქტომბერი/2019
27 სურათი
თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის 30 წლის იუბილე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის 30 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას კოლეჯის ყველა თაობის კურსდამთავრებულებთან ერთად, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ტენესის შტატის სატელევიზიო სკოლის ტექნიკური პროდიუსერი ლეონიდ მაზორი, ლოძის კინო-სკოლის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მარჩინ მალატინსკი, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
კოლეჯმა 30 წლის იუბილე კურსდამთავრებულებთან ერთად აღნიშნა, პირველი გამოშვებიდან დღემდე უკლებლივ ყველას მოუყარა თავი.
4/ოქტომბერი/2019
18 სურათი
მრგვალი მაგიდა „ფსიქიკური ჯანმრთელობა და საზოგადოება“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული მრგვალი მაგიდით
„ფსიქიკური ჯანმრთელობა და საზოგადოება“ გაიხსნა. მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ, რექტორის მოადგილე, პროფესორმა
ნინო ოკრიბელაშვილმა, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა
ლაშა კილაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა
თამარ გაბუნიამ და
ზაზა ბოხუამ, სახალხო დამცველმა
ნინო ლომჯარიამ, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარემ
ეკა ჭყონიამ, მედიამკვლევარმა, პროფესორმა
თიკო ცომაიამ, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.
10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. წლევანდელი გლობალური მოძრაობა ეძღვნება სუიციდის თემას. სლოგანით-40 წამი მოქმედებისთვის.მიზანი სუიციდის საკითხზე ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაციაა.
4/ოქტომბერი/2019
10 სურათი
გაცვლითი პროგრამის უცხოელ სტუდენტთა მისასალმებელი ღონისძიება თსუ-ში
მიმდინარე სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 33 უცხოელი სტუდენტი ისწავლის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. მათ შორის არიან სტუდენტები ევროპის, ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ ამერიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. უცხოელ გაცვლით სტუდენტთა მისასალმებელი ღონისძიება თსუ-ში საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
სტუდენტებს თსუ-ს სახელით მიესალმა რექტორი გიორგი შარვაშიძე. მისი თქმით, ინტერნაციონალიზაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „ჩვენი სტუდენტები წარმოადგენენ ძირითად ევროპულ ქვეყნებს, აზიას და ლათინურ ამერიკას. შემდეგ სემესტრშიც გვეყოლება უცხოელ სტუდენტთა სერიოზული რაოდენობა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
4/ოქტომბერი/2019
13 სურათი
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ კრებულის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ კრებულის პრეზენტაცია.
პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: თსუ, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ARISC). ფორუმი გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
ფორუმის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენება წაიკითხა ოცზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერმა, ქართველმა და უცხოელმა ახლგაზრდა მკვლევარებმა და სტუდენტებმა. სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენების საფუძველზე მომზადდა სამეცნიერო ფორუმის კრებული. კრებული გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
2/ოქტომბერი/2019
8 სურათი
ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წიგნების პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოეწყო ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. წარმოდგენილი იქნა 2002 - 2018 წლებში გამოცემული ქართულ-ოსური გამოცემები და ცენტრის მიერ ჩატარებული ოთხი საერთაშორისო კონფერენციის მასალები.
წარმოდგენილი წიგნები საინტერსოა იმდენად, რამდენადაც ეს არის ორმხრივი - ქართულ-ოსური ურთიერთობისა და თანამშრომლობის შედეგი. ეს არის დასტური, რომ ქართულ-ოსურ კულტურულ-ლიტერატურული და სამეცნიერო ურთიერთობა გრძელდება.
1/ოქტომბერი/2019
14 სურათი
ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროპარლამენტის ყოფილ წევრთა დელეგაცია ეწვია. სტუმრებს თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი მიესალმა. სხვა გამომსვლელთა შორის რობერტ გოებელსმა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრა სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.




