გალერეა
10/ოქტომბერი/2019
10 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია "ღირებულებათა შედარება (პოსტ) კრიზისულ ევროპაში“
თსუ-ში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ქართველ მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების 60-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის არიან პოლიტიკის მეცნიერებათა ცნობილი მკვლევარები, სოციოლოგები და საზოგადოებრივი აზრის კვლევის პრაქტიკოსი სპეციალისტები. კონფერენცია ეძღვნება „ღირებულებათა შედარებას (პოსტ) კრიზისულ ევროპაში“.
ევროპული ღირებულებების კვლევა 1981 წლიდან ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ეხება ისეთი ღირებულებების კვლევას, როგორიც არის: ოჯახი, საზოგადოება, პოლიტიკა, რელიგია, კეთილდღეობა, ადამიანთა საქმიანობა და ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია ევროპულ ღირებულებებთან. აღნიშნულ კვლევებში ჩვენი ქვეყანა 2006 წლიდან მონაწილეობს და საქართველოში პროექტის წარმომადგენელია საზოგადოებრივი აზრის და ბიზნესის კვლევის ცენტრი „გორბი“. ასეთი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად ტადება და მისი ჩატარების ინიციატორი და მთავარი მასპინძელია სწორედ „გორბი“.
კონფერენცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა უნვერიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი შარვაშიძე. კონფერენციას მიესალმა გორბის ხელმძღვანელი მერაბ ფაჩულია და ევროპული ღირებულებების პორექტის დირექტორი, პროფესორი რუუდ ლუიკხი, ტილბურგის უნივერსიტეტიდან.
10/ოქტომბერი/2019
27 სურათი
თსუ დუდუ დადიანის თასის მფლობელია!
თსუ-ს საკალათბურთო გუნდმა სეზონის პირველი ტურნირი წარმატებით დაიწყო და დუდუ დადიანის მემორიალური თასი მოიგო!
თსუ-ს კალათბურთელებმა 87:69 ანგარიშით ბათუმის გუნდი დაამარცხეს. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად თსუ-ს ცენტრფორვარდი გიორგი კორსანტია დასახელდა.
ერთი გუნდი, ერთი ოჯახი, ერთი მიზანი!
წინ თსუ! სულ თსუ!
10/ოქტომბერი/2019
15 სურათი
ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმის შეხვედრა და კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა კონფერენცია და დისკუსია მრგვალ მაგიდასთან თემაზე: „ლექსიკოგრაფია გზის გასაყართან“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 8-10 ოქტომბერს, უმასპინძლა ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმის (EMLex – European Master in Lexicography, Erasmus Mundus) შეხვედრასა და კონფერენციას. რვა ევროპული უნივერსიტეტის კონსორციუმის მიერ შემუშავებული უნიკალური სამაგისტრო პროგრამა (EMLex – European Master in Lexicography, Erasmus Mundus) 10 წელზე მეტია წარმატებით ასწავლის ლექსიკოგრაფიას სტუდენტთა საერთაშორისო კონტინგენტს და გასცემს ერთობლივ დიპლომს, რვა უნივერსიტეტის რექტორების ხელმოწერით . უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი კონსორციუმის ასოცირებული წევრი 2017 წელს გახდა. თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი ჩართულია სწავლების პროცესში, პროგრამაზე კი უკვე სწავლობს ქართველი სტუდენტი სრული ევროპული დაფინანსებით.
8/ოქტომბერი/2019
10 სურათი
„სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაზრდა გეოსაშიშროებების მიმართ კავკასიაში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სემინარი:„სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაზრდა გეოსაშიშროებების მიმართ კავკასიაში: რეგიონული მიდგომა“. სემინარი დაფინანსდა NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის (SPS)“ ფარგლებში (პროექტი: NATO ARW G5566).
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები NATO-ს წევრი ქვეყნებიდან და (აშშ, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი) NATO-ს პარტნიორი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი) და ასევე ექსპერტები შვეიცარიიდან.
8/ოქტომბერი/2019
12 სურათი
„1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ სტაჟირების პროგრამა იწყება
შთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ სტუდენტებთან, თემაზე „სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია“ საჯარო ლექცია წაიკითხა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით შემუშავებული საჯარო სექტორში სტაჟირების პროგრამა: „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამის) მონაწილე სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და უკვე მესამე წელია წარმატებით ხორციელდება. სტაჟირება წელიწადში ორჯერ - შემოდგომასა და გაზაფხულზე ცხადდება. პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში.
8/ოქტომბერი/2019
9 სურათი
საჯარო ლექცია: „საეკლესიო მშენებლობა იუდეის დაბლობზე."
თსუ ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია: „საეკლესიო მშენებლობა იუდეის დაბლობზე. მოსახლეობის პრობლემები“ გაიმართა. ლექციას ისრაელის სიძველეთა სამმართველოს წარმომადგენელმა
, არქეოლოგმა
ალლა ნაგორსკი წაიკითხა.
ნახვა »




