ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 25 26 27 28 29 ... 198 »
15/ოქტომბერი/2019
7 სურათი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები"
 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“. კონფერენცია მიხეილ ყიფიანსა და კოსტა ხეთაგუროვს მიეძღვნა. ღონისძიებას უცხოელი და ქართველი მეცნიერები, სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები დაესწრნენ.
კონფერენციის მიზანი ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევების ხელშეწყობაა. ღონისძიებაზე განიხილი იყო: ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, კონფლიქტოლოგია, გენდერის კვლევები, ადამიანის უფლებები, ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორია და თანამედროვე პრობლემები, მიგრაცია.  კონფერენციაზე 10 სექცია მუშაობდა. მათ შორის, სტუდენტური სექცია და მრგვალი მაგიდა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.  კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; სახელმწიფო ენის დეპარტამენტი; გ. ახვლედიანის საზოგადოება.



ნახვა »
15/ოქტომბერი/2019
15 სურათი
სასწავლო კურსის - „ბეჭდური მედია პრაქტიკუმის“ ფარგლებში მომზადებული ჟურნალების პრეზენტაცია
თსუ-ში საქართველოს სხვადასხვა ქალაქზე მომზადებული ჟურნალების პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალები მომზადდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების მიერ სასწავლო კურსის - „ბეჭდური მედია პრაქტიკუმის“ ფარგლებში, ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძის ხელმძღვანელობით.„გზავნილებზე“ მუშაობისას სტუდენტები შერჩეულ ქალაქებს ეწვივნენ, სადაც  მოსახლეობის პრობლემებსა და ყოველდღიურ საჭიროებებს გაეცნენ, გაესაუბრნენ წყაროებს და შეაგროვეს სხვა საჭირო ინფორმაცია საჟურნალე მასალებისთვის.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „გზავნილი აფხაზეთიდან“, რომლის მომზადებისას სტუდენტები ჩავიდნენ ენგურის ხიდთან, გაესაუბრნენ მოსახლეობას და ჩამოტანეს რეალური ინფორმაცია ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჟურნალში ასახულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიპეტიები, საუბარია კონფლიქტის დაწყების მიზეზებსა და გადაჭრის შესაძლო გზებზე. აქვე წაიკითხავთ  დევნილთა მოგონებების და აფხაზეთის მკვიდრი ახალგაზრდების საქართველოსადმი დამოკიდებულების შესახებ. ჟურნალის მომზადებაში სტუდენტებს დახმარება გაუწიეს აფხაზეთის ა/რ მინისტრის პირველმა მოადგილემ ბელა კოპალიანმა და თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა სალუქვაძემ. 
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 3 ჟურნალი ბეჭდური და 3 ელექტრონული სახით. ფოტოგამოფენა, იმ ფოტოებისა. რომელიც სტუდენტებმა ჟურნალებზე მუშაობის დროს გადაიღეს.
ჟურნალ „გზავნილების“ სტუდენტური პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე 2013 წლიდან ხორციელდება და ამ დროის განმავლობაში სტუდენტების მიერ 25-მდე „გზავნილი“ მომზადდა.
ნახვა »
15/ოქტომბერი/2019
12 სურათი
კენი ლარკინი თსუ სტუდენტებისთვის
ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებზე დაფუძნებული  ელექტრონული მუსიკის ცნობილი წარმომადგენლის, დეტროიტელი არტისტის, “soulful” ტექნოს შემქმნელის კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველკურსელებს.
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ „TSU Welcome Party 2019”-ს, რომელიც აქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, თავად კენი ლარკინი გამოეხმაურა საკუთარ ფეისბუქგვერდზე და მას გასაოცარი საღამო უწოდა.
ნახვა »
11/ოქტომბერი/2019
22 სურათი
„ალუდა ქეთელაურის“ ებრაული თარგმანის პრეზენტაცია
ვაჟა-ფშაველას უკვდავი პოემის „ალუდა ქეთელაურის“ ებრაულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პოემის მთარგმნელი თსუ ასოცირებული პროფესორი მამუკა ბუცხრიკიძეა. თსუ ისრაელის ცენტრისა და საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 
ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ქართულ-ებრაულ ლიტერატურულ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა „ალუდა ქეთელაურის“ ებრაულ ენაზე თარგმნისთვის მამუკა ბუცხრიკიძეს კულტურის დესპანის წოდება მიანიჭა.

ნახვა »
11/ოქტომბერი/2019
12 სურათი
მე-2 გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის პროექტის დასკვნითი ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მე-2 გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის პროექტის: ,,ქართული სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაცია და ევროპეიზაცია, როგორც პრობლემა და ამოცანა“ დასკვნითი ღონისძიება. მის ფარგლებში განხილული იქნა ერთობლივი კრებული, ასევე მოხსენებით გამოვიდნენ პროექტის მონაწილე დოქტორანტები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს ქართული და გერმანული აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.
ნახვა »
11/ოქტომბერი/2019
9 სურათი
ღია კარის დღე უნგრული ენისა და კულტურის შესწავლის მსურველთათვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნგრული ენისა და კულტურის შესწავლის მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. ოქტომბერში თსუ-ში უნგრული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსი დაიწყება. თსუ-ში უნგრული ცენტრის წარმომადგენელმა არპად ელეშმა სტუდენტებს გააცნო უნგრულის შესწავლის სპეციფიკა და უპირატესობა.
უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამით, ყოველ წელს, 80 ქართველი სტუდენტი მიდის უნგრეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სასწავლებლად. თსუ უნგრული ენის კურსი მათ უნგრული ენის საბაზისო ცოდნის მიღებაში დაეხმარება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ 2019 წლის ივლისში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც თსუ-ში უნგრული ენისა და კულტურის საკითხთა სწავლებას ითვალისწინებს.

ნახვა »
« 1 ... 25 26 27 28 29 ... 198 »