ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 24 25 26 27 28 ... 198 »
21/ოქტომბერი/2019
5 სურათი
თსუ-ში მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) 70-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) 70-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა. 21-26 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ტარდება მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) 70-ე გენერალური ასამბლეა და საბჭოს 213-ე სხდომა. ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ექიმთა ასოციაცია (2002 წლიდან მსოფლიო ექიმთა ასოციაციის წევრი).
აღნიშნული ღონისძიება ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი მოვლენა სამედიცინო სფეროში მსოფლიოს მასშტაბით.
გენერალურ ასამბლეაზე იგეგმება 100-ზე მეტი ქვეყნიდან 300-ზე მეტი დელეგატის სტუმრობა. აღნიშნული ფაქტი ჩვენი ქვეყნისათვის იქნება უმნიშვნელოვანესი და ისტორიული მოვლენა. ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ საქართველო, როგორც თანამედროვე სამედიცინო და საგანმანათლებლო, ისე ისტორიული ღირებულებებით და ტურისტული პოტენციალით, მათ შორის სამედიცინო ტურიზმის შესაძლებლობებით მდიდარი, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული ქვეყანა.
ნახვა »
21/ოქტომბერი/2019
4 სურათი
კონფერენცია პროექტ -"ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში" ფარგლებში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა  ერთობლივი კონფერენცია, რომელიც  პროექტის - " ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში"  ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ირგვლივ ჩატარებული აქტივობების მოხსენებას, ერთობლივი სამეცნიერო თანამშრომლობის შედეგების წარმოდგენას და სამომავლო გეგმების დასახვას  ეხებოდა. ნ ორვეგია-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში  არსებული  ნორვეგიის უმაღლესი განათლების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის გაუმჯობესების სააგენტოს (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის ვადა  განსაზღვრულია 2016-2021 წწ, დაფინანსების მოცულობით 600 000 ევრო. მიმდინარე პროექტში ჩართულები არიან ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკული უნივერსიტეტი - კოორდინატორი ინსტიტუცია (The Arctic University of Norway, UiT), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი ინსტიტუცია საქართველოში), საქართველოს უნივერსიტეტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობა და კომპანია CiTi. (პროექტის კოორდინატორი - ერიკ ანდა, ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკული უნივერსიტეტი), პროექტის კოორდინატორი საქართველოში - პროფ. ნინო ჩიხლაძე,  თსუ ).  თანამშრომლობის მიზანია პროექტში ჩართული ქართული უმაღლესი განათლების მიმწოდებელი ინსტიტუტების მიერ ინგლისურენოვანი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამაგისტრო პროგრამების შემუშავება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში; რეგისტრებზე დაფუძნებული 3 სადოქტორო დისერტაციის დაცვა ნორვეგიის უნივერსიტეტის ბაზაზე; ერთობლივი კვლევების წარმოება; სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მოკლე და ხანგრძლივი პერიოდით გაცვლა; ერთობლივი სასწავლო კურსების შემუშავება; პოპულაციური რეგისტრების განვითარება; რეგისტრების ეპიდემიოლოგიის მიმართულებით გამოცდილების დაგროვება. 

 


ნახვა »
21/ოქტომბერი/2019
18 სურათი
თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება

დუდუ დადიანის მემორიალური თასის 2019 წლის მფლობელის  თსუ საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, კლათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, კალათბურთელები, მწვრთნელები,  გუნდის ექიმები, თსუ კალათბურთის გუნდის ფანკლუბის წევრები დაესწრნენ.  ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდებში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის , ცნობილი მწვრთნელი ნუგზარ მარკოიშვილი  უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.

10 ოქტომბერს, დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის ფინალში თსუ-ს კალათბურთელებმა ბათუმის გუნდი ანგარიშით 87:69 დაამარცხეს. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად თსუ-ს ცენტრფორვარდი გიორგი კორსანტია დასახელდა. 


ნახვა »
18/ოქტომბერი/2019
27 სურათი
JULAB-ის წამყვანი მასწავლებლების ვორქშოფი ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს  სახალისო ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები  გაცნეს იულიხის კვლევითი ცენტრის სასკოლო ლაბორატორიის JULAB-ის წამყვანმა მასწავლებლებმა. თსუ-ში  5 დღის განმავლობაში გერმანელი სპეციალისტებმა ჩაატარეს.
უნივერსიტეტში გამართული ვორქშოფი მოიცავდა როგორც ექსპერიმენტულ, ისე თეორიულ ნაწილს. ქართველ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გერმანიაში გაემგზავრონ და საჩვენებელ გაკვეთილებს დაესწრონ.
ნახვა »
18/ოქტომბერი/2019
14 სურათი
საინფორმაციო შეხვედრა პირველსემესტრელ დოქტორანტებთან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში  ჩატარდა  საინფორმაციო შეხვედრა პირველსემესტრელ დოქტორანტებთან. შეხვედრაზე ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დოქტორანტებს გააცნეს ისეთი მნიშვნელოვან საკითხები, როგორიცაა: დოქტორანტურის საფეხურის გაცვლითი პროგრამები და გრანტები;  სამეცნიერო ფონდები; თსუ-ს ელექტრონული და ბეჭდური ჟურნალები; სამეცნიერო კონფერენციები; დოქტორანტის გზა ჩარიცხვიდან დაცვამდე; საბიბლიოთეკო რესურსებისა და სამეცნიერო ბაზების გამოყენება და აკადემიური წერის რესურსები; სტუდენტური პროექტების დაფინანსება.
ნახვა »
17/ოქტომბერი/2019
10 სურათი
ქართველი და ამერიკელი სტუდენტ-კონფლიქტოლოგების შეხვედრა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინტერესო შეხვედრა ჩატარდა თსუ კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სტუდენტებსა და აშშ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს  შორის. შეხვედრაში მონაწილე ამერიკელი სტუდენტების  სამაგისტრო ნაშრომები ჩვენი რეგიონის  პრობლემებისადმია მიძღვნილი და ისინი ატარებენ შეხვედრებს სხვადასხვა რელევანტურ ჯგუფებთან.  
შეხვედრის მოდერატორებს წარმოადგენდნენ თსუ კონფლიქტების ანალიზისა და მართვის პროგრამის  ხელმძღვანელი პროფ. გუგული მაღრაძე და აშშ ჯორჯ მეისონის უნივერისიტეტის პროფესორი, ფულბრატის პროგრამის ფარგლებში თსუ-ს კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მომართულების მიერ მოწვევული მკვლევარი სუზენ ალენ ნენი.

ნახვა »
« 1 ... 24 25 26 27 28 ... 198 »