ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 23 24 25 26 27 ... 198 »
24/ოქტომბერი/2019
18 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია: "ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში"
მეცნიერები კანადის, თურქეთის, გერმანიის, პოლონეთის, ფინეთის, სომხეთისა და საქართველოს  უნივერსიტეტებიდან მონაწილეობენ  საერთაშორისო კონფერენციაში „ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში“, რომელიც  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. 
საერთაშორისო კონფერენცია "ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში" 26 ოქტომბერს დასრულდება.
ნახვა »
23/ოქტომბერი/2019
2 სურათი
უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნგრეთის სახელმწიფო მინისტრი, სტრატეგიისა და რეგულაციების მიმართულებით (ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო) გეორგ ლაზლო ეწვია.  
გეორგ ლაზლო თსუ რექტორის მოადგილეს ნინო ოკრიბელაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთის სახელმწიფოების საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობებისა და  მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. 
გეორგ ლაზლო საქართველოში „ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში იმყოფება.
ნახვა »
22/ოქტომბერი/2019
17 სურათი
კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია
3500-მდე წიგნითა და ალბომით გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეივსო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. თსუ ემერიტუსი პროფესორის კლაუს ჰიპისა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის ლადო ჭანტურიას ხელშეწყობით, თსუ ბიბლიოთეკას  გერმანელი არქიტექტორის, ხელოვნებათმცოდნის, ტუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა გადმოეცა. 
ცნობილი გერმანელი მეცნიერის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, 2017 წელს თსუ ბიბლიოთეკას გადმოეცა.თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით,  ცნობილი გერმანელი მეცნიერის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 3500-მდე საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში კეთილმოეწყო სივრცე, სადაც განთავსდა კლაუს შვაგერის პირადი კოლექცია. თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკას ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნადი ფონდი აქვს, იგი 4 მილიონამდე წიგნს მოიცავს.   

ნახვა »
22/ოქტომბერი/2019
10 სურათი
"აღმოსავლეთ ევროპაში აგრობი-კვების სპეციალისტებისთვის ლაბორატორიული პრაქტიკის გაუმჯობესება/Ag-Lab" -სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა
ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში   გაიმართება მიმდინარე ერასმუს პლუსის პროექტის "აღმოსავლეთ ევროპაში აგრობი-კვების სპეციალისტებისთვის ლაბორატორიული პრაქტიკის გაუმჯობესება/Ag-Lab" -სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრის სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. მასში მონაწილოება მიიღო პროექტის საერთაშორისო კონსორციუმის ყველა მონაწილე- უნივერსიტეტებისა და სახელმწიფო ლაბორატორიების (სურსათის უსაფრთხოების და კვების მიმართულებით), წარმომადგენელმა. მათ შორის ქვეყნებიდან: სლოვენია (ლუბლიანას უნივერსიტეტი, კოორდინატორი), იტალია, პოლონეთი, ბულგარეთი, უკრაიანა და მოლდოვა. 
ნახვა »
22/ოქტომბერი/2019
10 სურათი
პალიატიური მზრუნველობის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი
ექიმთა მსოფლიო ასოციაციის (ემა) გენერალური ასამბლეის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მასპინძლობს „პალიატიური მზრუნველობის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმს“ უმასპინძლა. ასამბლეა  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით დაფინანსდა.
ნახვა »
22/ოქტომბერი/2019
2 სურათი
ვესმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორ ანდრიუ ლინის ვიზიტი თსუ-ში
21-22 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვესმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრიუ ლინი ეწვია. ვიზიტის განმავლობაში ანდრიუ ლინი თსუ რექტორის მოადგილეს ნინო ოკრიბელაშვილსა და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს ირმა გრძელიძეს შეხვდა. 
პროფესორ ლინის ვიზიტის მიზანი ბრიტანეთის საბჭოების ინიციატივის ფარგლებში ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო სივრცის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნის ხელშეწყობა იყო. ბრიტანეთის საბჭოს აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ეს თავის მხრივ ხელშეუწყობს დასაქმებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდასა და  ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო აკადემიური განათლების დანერგვას. ნინო ოკრიბელაშვილი ცოტა ხნის წინ ტაშკენტში გამართული კონფერენციის: „ინგლისური ენის როლი უმაღლეს განათლებასა და მისი გავლენა კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე“, დელეგატი იყო. 

ნახვა »
« 1 ... 23 24 25 26 27 ... 198 »