ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 22 23 24 25 26 ... 198 »
29/ოქტომბერი/2019
18 სურათი
ისრაელის ცენტრის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული უნივერსიტეტის ისრაელის ცენტრის პრეზენტაცია.
იუბილეს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ქართულ-ებრაული  ურთიერთობებისადმი  მიძღვნილი  დოკუმენტური  ფილმი: "დიახ, ეს არის საქართველო" (ავტორი ნინო კაკულია). 
ცენტრი 19 წელია შექმნილია სახელწოდებით ,,ისრაელის ცენტრი’’ და აქტიურადაა დაკავებული ქართულ-ებრაული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოებითა და სხვადასხვა მიმართულების საქმიანობებითა და ღონისძიებებით.

ნახვა »
28/ოქტომბერი/2019
4 სურათი
თსუ-ს ინჰას უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კორეის რესპუბლიკის ინჰას უნივერსიტეტის (Inha University) დელეგაცია ეწვია. დელეგაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო საქმეთა დეკანი, პროფესორი ჯუნგ ჰო კიმი თსუ რექტორის მოადგილეს ნინო ოკრიბელაშვილს შეხვდა.  
შეხვედრაზე განიხილეს თსუ სტუდენტებისთვის, როგორც აკადემიური, ისე კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შეთავაზება, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინჰას უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობის გეგმები..

ნახვა »
28/ოქტომბერი/2019
15 სურათი
სატორუ ოიშის საჯარო ლექცია "Lidar-ისა და რადარის ტექნოლოგიების გამოყენების პრინციპები არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენაში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კობეს უნივერსიტეტის (იაპონია) ინჟინერიისა და ურბანული უსაფრთხოების კვლევითი ცენტის პროფესორმა, სატორუ ოიშიმ წაიკითხა საჯარო ლექცია :"Lidar-ისა და რადარის  ტექნოლოგიების  გამოყენების პრინციპები არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენაში“.
ღონისძიების ფარგლებში კობეს უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსუ რექტორს გიორგი შარვაშიძეს შეხვდნენ.
კობეს უნივერსიტეტის ვიცე რექტორის, პროფესორ ჰიროკო მასუმოტოს და პროფესორ სატურო ოიშის მხარდაჭერით,  მიმდინარე წელს იწყება თანამშრომლობა იაპონიის კოსმოსური კვლევის ლაბორატორიასთან (JAXA (Japan Aerospace Exploration Agency) და იაპონიის უმსხვილეს  მრავალდარგოვან ინსტიტუტთან RIKEN – თან. 

ნახვა »
28/ოქტომბერი/2019
13 სურათი
შეხვედრა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების (Times Higher Education World University Rankings) წარმომადგენლებთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ფარგლებში თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების (Times Higher Education World University Rankings) წარმომადგენლებს უმასპინძლა. თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების ბრენდ და გენერალურმა მენეჯერმა მაიკლ ლუბაჟმა დამსწრე საზოგადოებას თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების მეთოდოლოგია გააცნო. 
თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირება( Times Higher Education World University Rankings) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების რანჟირებაა, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მეოთხე წელია წარმოდგენილია და ერთადერთი უნივერსიტეტია არამხოლოდ საქართველოდან, არამედ რეგიონიდან.
ნახვა »
28/ოქტომბერი/2019
20 სურათი
იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და პრემია ქართველოლოგიის დარგში
ქართველოლოგიის დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისთვის „ქართული ენა, დამწერლობა, ხელნაწერები“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიით დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე.
ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიას უნივერსიტეტი 2 წელიწადში ერთხელ გადასცემს საპრემიო წლის ოქტომბრის ბოლოს (27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა). პრემია ენიჭება საქართველოს მოქალაქეს ქართველოლოგიურ სამეცნიერო დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისათვის.
ნახვა »
24/ოქტომბერი/2019
9 სურათი
პროფესორ, დოქტორ მარკუს კოტცურის საჯარო ლექცია ,,ადამიანთა ძირითადი უფლებები ევროკავშირში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰამბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ვიცე დეკანის, ჰამბურგის ევროპული კოლეჯის პრეზიდენტის ― პროფესორ,  დოქტორ მარკუს კოტცურის საჯარო ლექცია ,,ადამიანთა ძირითადი უფლებები ევროკავშირში’’ გაიმართა.
ლექციაზე მარკუს კოტცურმა სტუდენტებთან  ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიც არის: ევროკავშირი როგორც ადამიანის ურთიერთობათა გაერთიანება, ევროკავშირი და  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ადამიანისა და მოქალაქის  ძირითადი უფლებები.  ადამიანის ღირსება, პირადი უფლებებისა და მონაცემთა დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობის საკითხები  და ა.შ. 

ღონისძიება GIZ-სა და თსუ-ის ორგანიზებით გაიმართა.


ნახვა »
« 1 ... 22 23 24 25 26 ... 198 »