გალერეა
4/ნოემბერი/2019
33 სურათი
"შემოდგომის ლეგენდა 2019" - იმპროვიზაციული ტური კახეთში
თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის - „შემოდგომის ლეგენდა 2019“-ის იმპროვიზაციული, ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა. მონაწილეები ახალ ნაშრომებს, აქ ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე: „უჰ, მოვიდნენ გემებით“, თორმეტი საათის განმავლობაში ქმნიდნენ.
ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული, ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა. წინანდლის უნიკალური ბაღი ლეგენდის წლევანდელი კონცეფციაა: „მწვანე თარგი“ - სილამაზის კომფორტის და ფუნქციის სინთეზი.
1/ნოემბერი/2019
12 სურათი
სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” გაიმართა.
კონფერენციაზე მოწვეული გახლდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები, მსოფლიოს მასშტაბით 12 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
31/ოქტომბერი/2019
10 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია “ელემენტთა უსასრულო მრავალფეროვნება’: ბუნების, ენებისა და კულტურათა კვლევის ჰუმბოლდტიანური გზები”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის მხარდაჭერით საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბმა გამართა წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია Humboldt-Kolleg. ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი (Alexander von Humboldt-Stiftung), რომლის დაფინანსებითაც ტარდება კონფერენცია, უმსხვილესი სამეცნიერო ფონდია გერმანიასა და მთელს ევროპაში.
კონფერენცია ეძღვნება ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის დაბადებიდან 250 წლის იუბილეს. ეს თარიღი საზეიმოდ აღინიშნება მთელს მსოფლიოში და 2 ნოემბერს საზეიმოდ დაიხურება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
30/ოქტომბერი/2019
23 სურათი
შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამის ,,მედიცინის’’ პირველკურსელებთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამის ,,მედიცინის’’ პირველკურსელებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ნუნუ ოვსიანოკოვა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
ირმა გრძელიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
თეა გერგედავა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი
დიმიტრი კორძაია, მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პროფესორი
ნინო ჩიხლაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენლები. პირველკურსელებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის, სასწავლო პროცესის შესახებ.
30/ოქტომბერი/2019
15 სურათი
ERASMUS+ საკონტაქტო სემინარი
ევროპის 11 ქვეყნის 46 უნივერსიტეტის და საქართველოს 44 უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ERASMUS+ საკონტაქტო სემინარში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ერასმუს + საქართველოს ოფისის კოორდინატორი ლიკა ღლონტი ესწრებოდნენ.
Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპის ქვეყნების თანამშრომლობას უმაღლესი განათლების სფეროში.
29/ოქტომბერი/2019
19 სურათი
თსუ პროფესორი ქეთევან ჭკუასელი უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის თსუ პედაგოგიკის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ
ქეთევან ჭკუასელს თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა.
ქეთევან ჭკუასელს იუბილე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა
თამარ გაგოშიძემ, კოლეგებმა და სტუდენტებმა მიულოცეს.




