ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 20 21 22 23 24 ... 198 »
8/ნოემბერი/2019
11 სურათი
"უნივერსიტეტი და საჯარო სამსახური -თანამშრომლობა წარმატებისათვის"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართა თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის, საჯარო სამსახურის ბიუროს და ქ.თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების ცენტრის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა - "უნივერსიტეტი და საჯარო სამსახური -თანამშრომლობა წარმატებისათვის". 

სამუშაო შეხვედრის მიზანი გახლდათ ისეთი საკითხების განხილვა როგორიცაა:რა სჭირდება დღეს საჯარო სამსახურს? რა უშლის ხელს ეფექტიან მუშაობაში? რას სთავაზობს თსუ საჯარო სამსახურს და რით შეუძლია დაეხმაროს მას? 
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო სამსახურების ხელმძღვანელებმა, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსებმა და სხვა სამსახურების უფროსებმა.
ნახვა »
6/ნოემბერი/2019
13 სურათი
ჰუბერტ ბლუმის ვიზიტი და საჯარო ლექცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიოში ცნობილი ექიმის, მკვლევარის, მრავალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, მაქს პლანკის მკვლევართა პრიზის მფლობელის, პროფესორ, დოქტორ, ჰუბერტ ბლუმის ლექცია გაიმართა. ლექციაზე მან შინაგან დაავადებათა მკურნალობის ახლა მეთოდებზე ისაუბრა. პროფესორი ბლუმი გახლავთ  გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიის, ენდოკრინოლოგიის და ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი.  ვიზიტის  ფარგლებში  დოქტორი ჰუბერტ ბლუმი  თსუ  რექტორის  მოადგილეს  ნინო ოკრიბელაშვილს შეხვდა. 
ნახვა »
6/ნოემბერი/2019
13 სურათი
ფოტოგამოფენა „ფოტოების მიხედვით გუშინ და დღეს GAP“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ფოტოგამოფენა - „ფოტოების მიხედვით გუშინ და დღეს GAP“. ფოტოგამოფენა თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ონურ სევიმი ესწრებოდნენ. 

გაფის (GAP)  რეგიონული  განვითარების ადმინისტრაცია 1989 წელს დაარსდა. მისი მიზანია სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიის რესურსების შეფასება და რეგიონის ხალხის შემოსავლის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება; აღიშნულ რეგიონსა და სხვა განვითარებულ რეგიონებს შორის სხვაობის შემცირება; მიწათმოქმედების წარმატებულად წარმართვა და დასაქმების გაზრდა; ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და სოციალური სტაბილურობისთვის ხელის შეწყობა.


ნახვა »
6/ნოემბერი/2019
7 სურათი
კონფერენცია: TMPA -2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-სა და კომპანია "ექზაქტპროს" ერთობლივი კონფერენცია: TMPA -2019 გაიმართა. 
საერთაშორისო კონფერენციას TMPA (Software Testing, Machine Learning and Complex Process Analysis)  აქვს ACM - ის მხარდაჭერა და თემატიკა საკმაოდ მოთხოვნადია მონაცემთა მეცნიერებების (data science)ს მეთოდების, პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციების, ვერიფიკაციებისა და ანალიზის მიმართლებებით. კონფერენცია მოიცავდა ბევრ საინტერესო გამოსვლას სხვადასხვა ქვეყნის სპიკერებით. 
ნახვა »
5/ნოემბერი/2019
11 სურათი
დავით უკლება - 100
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საიუბილეო სხდომა, რომელიც  მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატის, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დავით უკლებას დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. დავით უკლებას სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითად სპეციფიკას მთიანი მხარეების ლანდშაფტების კვლევის მეთოდების შემუშავება და საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, ადამიანის და ბუნების ზემოქმედების შედეგად  მოდიფიცირებული ლანდშაფტების გამოვლენა და შეფასება წარმოადგენდა.დავით უკლებას იუბილეს მიეძღვნა ასევე სამეცნიერო კონფერენცია „გეოგრაფიის აქტუალური პრობლემები“.  



ნახვა »
4/ნოემბერი/2019
13 სურათი
კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი  და არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით კავკასიოლოგთა V საერთაშორისო  კონგრესი გაიხსნა. კონგრესის თემა საქართველო  კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ  კონტექსტში  (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები) იყო.ონგრესი რეგულარულად იმართება სამ წელიწადში ერთხელ საქართველოში და მისი ორგანიზატორია თსუ-ა. კონგრესში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერი კავკასიოლოგები (ჩრდილოკავკასიელი) საერთაშორისო კავკასიოლოგიური ცენტრებიდან.

კონგრესის მიზანი გახლდათ საქართველოს როლის განსაზღვრა კავკასიის რეგიონის კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტის ისტორიულ ჭრილში, რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლების განსაზღვრა; კავკასიის ინტეგრაციის პერსპექტივის განსაზღვრა რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის კონტექსტში; ასევ კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები. 

ნახვა »
« 1 ... 20 21 22 23 24 ... 198 »