გალერეა
15/ნოემბერი/2019
17 სურათი
სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება. ეპოქები და ტენდენციები“
სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება. ეპოქები და ტენდენციები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, რომელიც გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, შალვა ამირანაშილის დაბადებიდან 120-ე წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სტუდენტები, პროფესორები, სტუმრები დაესწრნენ.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. კონფერენცია 16 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დასრულდება.
14/ნოემბერი/2019
13 სურათი
თსუ-ში DataFest Tbilisi გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში DataFest Tbilisi გაიხსნა.
სამი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ 80-მდე ვარსკვლავურ სპიკერსა და ტრენერს მოუსმინონ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიც არის Google, Facebook, Amazon და სხვა.
DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წამყვანი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მეორედ მასპინძლობს.
13/ნოემბერი/2019
14 სურათი
თამარ უჯუხუსადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიოლოგიის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორის, ჩერქეზული ენის მკვლევრის, ლიტერატორისა და მთარგმნელის თამარ უჯუხუსადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.
შეხვედრას კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ცირა ბარამიძე, პროფესორები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
8/ნოემბერი/2019
14 სურათი
კონფერენცია “სოციალური ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხები”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია: “სოციალური ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხები”. კონფერეცია მიეძღვნა გამოჩენილი სოცილური ფსიქოლოგის
რევაზ ქვარცხავას მოღვაწეობას, რომელიც თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.
8/ნოემბერი/2019
13 სურათი
თსუ-სა და წიგნის გამომცემლობებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა ალბერ კამიუს წიგნის ,,ამბოხებული ადამიანი’’ პრეზენტაცია. მთარგმნელი მარინა ბალავაძე. წიგნი გამოსცა გამომცემლობა ,,აგორამ’’.
ამავე დღეს, გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობებს ,,აგორა’’, "სეზანი", "კლიო" და "საგას" შორის.
ალბერ კამიუს წიგნი ,,ამბოხებული ადამიანი”, პირველად 1951 წელს გამოიცა. მასში გაანალიზებულია საზოგადოების მეტაფიზიკური და საპროტესტო ტალღის ისტორიული განვითარება, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში.
8/ნოემბერი/2019
10 სურათი
სარა ჯ. მაასის წიგნის „ეკლებისა და ვარდების სამეფო“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სარა ჯ. მაასის წიგნის „ეკლებისა და ვარდების სამეფო“ პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნი გამოიცა ,,პალიტრა L’’-ის მიერ, ლიბერთინსის სერიის ფარგლებში. წიგნი გამოირჩევა უნიკალური დიზაინით. გამოცემა თარგმნა ნინო შეყილაძემ.
ღონისძიებას უძღვებოდნენ პროექტის მენეჯერი
გიორგი კიკაბიძე და მთარგმნელი
ნინო შეყილაძე.




