გალერეა
21/ნოემბერი/2019
6 სურათი
შეხვედრა ბრიტანული კომპანია “visionary institute”-ის წარმომადგენელთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ეწვია ბრიტანელი ბიზნესმენი და “visionary institute”-ის წარმომადგენელი
საიმონ მიჩელი, რომელმაც სტუდენტებს გაუზიარა თავისი გამოცდილება, თუ როგორ განავითარა გლობალური ბიზნესი და დაეხმარა ქსელური მარკეტინგის ლიდერებს შეექმნათ და განევითარებინათ თავიანთი ბრენდები.
კომპანია საქართველოში აარსებს წარმომადგენლობას, ამიტომ სტუმარმა ასევე ისაუბრა იმაზე თუ რატომ აირჩია კომპანიამ თბილისი ახალი ბიზნესის შესაქმენლად. ბატონი საიმონ მიჩელმა სტუდენტებს გააცნო კომპანიის დასაქმების პოლიტიკა საქართველოს ბაზარზე და არსებულ ვაკანსიები.
21/ნოემბერი/2019
11 სურათი
ჩეხეთის ელჩის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩეხეთის ელჩი პეტერ მიკისკა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ.
პეტერ მიკისკა თსუ რექტორის მოადგილეს ნინო ოკრიბელაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ჩეხეთისსახელმწიფოების საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობებისა და მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
20/ნოემბერი/2019
9 სურათი
წიგნის "სოციალური მედიის სამართლის" პრეზენტაცია
ივანე ავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ იურიდიულ ფაკულტეტის ლექტორ სერგი ჯორბენაძის წიგნის "სოციალური მედიის სამართლის" პრეზენტაცია.
წიგნი ეხება ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: "ფეისბუქის", "იუთუბის", "თვითერის", ''ვიკიპედიას", "ინსტაგრამის" და ა.შ. გამოყენებისა თუ მასში საქმიანობის ფარგლებში არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას.
19/ნოემბერი/2019
17 სურათი
Flea Market თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის მშობლიური სოფლის - ხოვლეს საჯარო სკოლის მხარდასაჭერად თსუ პირველ კორპუსში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. Flea Market-ში თსუ სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორები გახლდნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და თსუ სტუდენტური თვითმმართველობა.
19/ნოემბერი/2019
7 სურათი
სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას ლექცია-დისკუსია თემაზე: „საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას ლექცია-დისკუსია თემაზე: „საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე“.
საჯარო ლექცია ჩატარდა პროექტის „საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისათვის მომზადება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR. პარტნიორი ორგანიზაციები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დონორი ორგანიზაცია - ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OSCE HCNM).
15/ნოემბერი/2019
18 სურათი
ISET საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითა ინსტიტუტმა, აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმთან (FREE Network) თანამშრომლობით, უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“.
კონფერენციის მიზანია, ერთ სივრცეში მოუყაროს თავი მკვლევარებს, პოლიტიკის შემქმნელებს, საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და, ზოგადად, განვითარების თემით დაინტერესებულ საზოგადოებას, რათა განხილულ იქნას გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერების აღმოფხვრის გზები და სტრატეგიები, როგორ შეიძლება არსებული შეზღუდვების გადაჭრა.




