ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 96 97 98 99 100 ... 198 »
28/მაისი/2018
8 სურათი
"მომავალ მეცნიერ-იურისტთა გაერთიანება" - პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანების - ,,მომავალ მეცნიერ-იურისტთა გაერთიანება“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე გაერთიანების ძირითად მიზნებზე, ამოცანებზე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

ნახვა »
28/მაისი/2018
14 სურათი
„პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“ გაიხსნა. კონფერენციის ორგანიზატორია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი. თანაორგანიზატორები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამეცნიერო კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
ნახვა »
28/მაისი/2018
23 სურათი
ალბომის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ პრეზენტაცია და საზეიმო მიღება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება და ქართულ-ინგლისური ალბომის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ პრეზენტაცია  გაიმართა.


ნახვა »
27/მაისი/2018
13 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია ვარძიაში
ვარძიის სამონასტრო კომპლექსში პიტ რივერსისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა არქეოლოგთა რიგით მეათე საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციის დახურვის ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით მეათე წელია იმართება. წელს კონფერენციაში მონაწილეობას 13 ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტები იღებდნენ.
ნახვა »
25/მაისი/2018
7 სურათი
სამეცნიერო კონფერენცია - "საქართველოს პირველი რესპუბლიკა 100"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია "საქართველოს პირველი რესპუბლიკა 100".


ნახვა »
25/მაისი/2018
5 სურათი
სტაჟირების ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო, რომელიც ეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს შრომის კოდექსის“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს.





ნახვა »
« 1 ... 96 97 98 99 100 ... 198 »