ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 97 98 99 100 101 ... 198 »
25/მაისი/2018
12 სურათი
ალბომის - „ნოე ჟორდანია 150“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისა და ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 150 წლის იუბილეებთან დაკავშირებით ალბომის - „ნოე ჟორდანია 150“ პრეზენტაცია გამართეს.
ნახვა »
24/მაისი/2018
15 სურათი
სტუდენტების დაჯილდოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსებში (ესეების, კალიგრაფიისა და ნახატების კონკურსი) გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  გამარჯვებულებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა სიგელები და სპეციალური პრიზები გადასცეს.
ნახვა »
24/მაისი/2018
7 სურათი
წიგნის - "გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადება - კომენტარები" პრეზენტაცია
თსუ-ში წიგნის - "გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადება - კომენტარები" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა და სამართლის ისტორიის ინსტიტუტის ეგიდით გამოიცა. გამოცემის რედაქტორები არიან პროფესორი გიორგი დავითაშვილი და ნინო ჟვანია, ხოლო რეცენზენტები - ასოცირებული პროფესორი დავით ბოსტოღანაშვილი და ასისტენტ-პროფესორი სულხან ონიანი. კომენტარის ავტორები არიან თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.
ნახვა »
24/მაისი/2018
10 სურათი
სტუდენტური ესეების კონკურსის - "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა" გამარჯვებულების დაჯილდოება
თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა და ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოცხადებული სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.

ნახვა »
23/მაისი/2018
8 სურათი
ორტომეულის „ევროპული და აღმოსავლური სალექსო ფორმები ქართულ პოეზიაში“ პრეზენტაცია
თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ორტომეულის „ევროპული და აღმოსავლური სალექსო ფორმები ქართულ პოეზიაში“ (წიგნი პირველი-თეორია, წიგნი მეორე - ქრესტომათია) პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში.
ნახვა »
23/მაისი/2018
13 სურათი
გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა, რომელზეც წარმოადგენილია ქართული ბონისტიკური და ფილატელისტიკური ძეგლების უნიკალური ექსპოზიცია, ისტორიული და კულტურული არტეფაქტების კოლექცია.
ნახვა »
« 1 ... 97 98 99 100 101 ... 198 »