ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 94 95 96 97 98 ... 198 »
11/ივნისი/2018
7 სურათი
ნიაზ დიასამიძე და „33ა“ თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფის „33 ა“-ს სოლო კონცერტი. ღონისძიება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.
ნახვა »
8/ივნისი/2018
14 სურათი
სამეცნიერო კონფერენცია - "კლინიკური ნეირომიოლოგიის თანამედროვე პარადიგმები"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია - "კლინიკური ნეირომიოლოგიის თანამედროვე პარადიგმები" გაიმართა.ნერვკუნთოვან დაავადებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები ოქსფორდის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთიდან), ჰანოვერიდან (გერმანია) და მოსკოვის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტიდან (რუსეთი), ნევროლოგები საქართველოდან. 
ნახვა »
8/ივნისი/2018
9 სურათი
ლევან სილაგაძის ნახატების გამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, მხატვარ ლევან სილაგაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 90-მდე ფერწერული ტილო და ესკიზები პროექტისთვის „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია.“
ნახვა »
7/ივნისი/2018
16 სურათი
კონკურსის “მისია 2018” ფინალი და დაჯილდოების ცერემონია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2018“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალში გასული 5 გუნდი ჟიურის წინაშე პარტნიორი კომპანიის დავალებაზე - „დირსის ზაფხულის ქალაქი“, შესრულებული პრეზენტაციებით წარსდგა. ჟიურიმ სამი საუკეთესო გუნდი გამოავლინა: პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „ერთი“, მეორე ადგილზე - გუნდი „თსუჰოლიკი“, მესამე ადგილი კი გუნდმა „მედიატორმა“ დაიკავა.
ნახვა »
6/ივნისი/2018
9 სურათი
პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას დაბადების 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას დაბადების 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება. წლების განმავლობაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა იყო თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.



ნახვა »
5/ივნისი/2018
8 სურათი
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონის“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ნახვა »
« 1 ... 94 95 96 97 98 ... 198 »