ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 95 96 97 98 99 ... 198 »
1/ივნისი/2018
26 სურათი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ უმასპინძლა ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრ ,,ცისარტყელასა’’ და ,,SOS ბავშვთა სოფლის’’ აღსაზრდელებს. პატარებს ადგილზე დახვდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმა ზღაპრეპი წაუკითხეს, ასევე დახვდათ ზღაპრის გმირები და ანიმატორები, მატისის სამხატვრო სტუდია, მოეწყო სტუდიის ნამუშევრების გამოფენა, ხატვის მასტერკლასები, სახეზე მოხატვა.

ნახვა »
31/მაისი/2018
11 სურათი
ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს სტიპენდიატის დაჯილდოების ცერემონია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს სტიპენდიატის გამოვლენისა და კონკურსის სხვა მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლის მემორანდუმი თსუ იურიდიულ ფაკულტეტსა და კორძაძის საადვოკატო ბიუროს შორის.

ნახვა »
31/მაისი/2018
9 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და „გეოპლანტს“ შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „გეოპლანტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეების თანამშრომლობის მიზანია ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის და სამუზეუმო ღირებულების ნივთების მოძიება-შენახვა, ქვეყნის ეროვნული საგანძურის შევსება, გამრავალფეროვნება და მომავალი თაობებისთვის გაცნობა.
ნახვა »
30/მაისი/2018
11 სურათი
წიგნის „ნოე რამიშვილი“ პრეზენტაცია
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში. წიგნი - „ნოე რამიშვილი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით გამოიცა. მასში უამრავი ახალი, დღემდე მხოლოდ სამეცნიერო წრეებისა და სიძველეების მოყვარულთათვის ცნობილი მასალაა თავმოყრილი.
ნახვა »
29/მაისი/2018
16 სურათი
ევრაზიის ლიდერობის ტური (ELT) 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ევრაზიის ლიდერობის ტურის ფარგლებში, მასაჩუსტესის ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ჰარვარდის და ტაფტის უნივერსიტეტების სტუდენტები ეწვივნენ. შეხვედრას ქართველ სტუდენტებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე დაესწრო. ამერიკელი სტუდენტების 5 დღიანი ვიზიტის მიზანი რეგიონის უსაფრთხოების, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის, შავიზღვისპირეთის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების საკითხების შესწავლაა.
ნახვა »
29/მაისი/2018
10 სურათი
„საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენთამეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“- პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების სამეცნიერო პროექტის - „საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენთამეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“ - ფარგლებში დაბეჭდილი სამი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნები მომზადდა და გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ნახვა »
« 1 ... 95 96 97 98 99 ... 198 »