ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა

გალერეა

1 2 3 ... 90 »
18/აპრილი/2018
5 სურათი
თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ფორუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს დაარსებიდან 100 და თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ფორუმი -"თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXXII საერთაშორისო გაფართოებული სხდომები"გაიხსნა.

ნახვა »
18/აპრილი/2018
9 სურათი
მხატვარ ანდრო ამბარცუმიანის ნამუშევრების გამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხატვარ ანდრო ამბარცუმიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ნახვა »
17/აპრილი/2018
14 სურათი
ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკების გამოფენა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბულგარეთის ანტარქტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გეოგრაფიული რუკების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკები შუა საუკუნეებიდან დღემდე. ასევე ანტარქტიკის ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნი, რომელშიც მოცემულია ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკები აღწერებით.

ნახვა »
16/აპრილი/2018
7 სურათი
საჯარო ლექცია - „პროფესია ნოტარიუსი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და თსუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „პროფესია ნოტარიუსი“.
ნახვა »
16/აპრილი/2018
5 სურათი
ბულგარეთის ანტარქტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე ბულგარეთის ანტარქტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა. უცხოელი სტუმრების ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის დამყარება და ანტარქტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ქართველი მეცნიერების ჩართვა.



ნახვა »
16/აპრილი/2018
5 სურათი
დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მწერალ დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც მიეძღვნა თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი პოლიტიკის მხარდაჭერას. 
ნახვა »
1 2 3 ... 90 »