ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 98 99 100 101 102 ... 198 »
22/მაისი/2018
14 სურათი
სახელმძღვანელოს „სტრატეგიული მენეჯმენტი - ცნებები და ვითარებები“ ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული ფრედ რ. დევიდისა და ფორესტ რ. დევიდის სახელმძღვანელოს - „სტრატეგიული მენეჯმენტი - ცნებები და ვითარებები“ ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვაელოს თარგმანი დაფინანსდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.
ნახვა »
21/მაისი/2018
12 სურათი
პერსონალის საერთაშორისო კვირეული თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, პერსონალის მეორე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. ღონისძიება UNESCO-ს ეგიდით იმართება, რომელშიც ევროპის 10 ქვეყნის 20 უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.


ნახვა »
21/მაისი/2018
12 სურათი
თსუ-სა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ლექციათა ციკლის ფარგლებში, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა და თსუ ასოცირებულმა პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხეს.
ნახვა »
19/მაისი/2018
28 სურათი
თსუ-ს ღამის ექსპოზიცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა კამპანიას „ღამე მუზეუმში“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენები წარმოადგინა. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა უნივერსიტეტის კაპელას კონცერტი.
ნახვა »
19/მაისი/2018
5 სურათი
მუზეუმების საერთაშორისო დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულების და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის  თანამშრომლობით მუზეუმების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ღონისძიებაზე ,,ღამე მუზეუმში” ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზები ახალი ექსპოზიციით დახვდა სტუმრებს.
ნახვა »
18/მაისი/2018
11 სურათი
წიგნის - „სამხედრო სკოლა“ პრეზენტაცია და რარიტეტული წიგნების გამოფენა თსუ ემიგრაციის მუზეუმში
თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის ქართველ სამხედრო მოღვაწეთა მიერ, ემიგრაციაში ყოფნის დროს, გამოცემული რარიტეტული წიგნებისა და ხელნაწერების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეროვნულ არქივში დაცული, ამავე პერიოდის, სამხედრო თემატიკის ფოტო და დოკუმენტური საარქივო მასალების ასლები. ღონისძიების ფარგლებში, ალექსანდრე ჩხეიძის წიგნის - „სამხედრო სკოლა“ პრეზენტაცია გაიმართა.




ნახვა »
« 1 ... 98 99 100 101 102 ... 198 »