ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 90 91 92 93 94 ... 198 »
25/ივნისი/2018
15 სურათი
ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 42 სტუდენტს თსუ-სა და ჰარვარდის (აშშ) სამართლის სკოლის ერთობლივი პროგრამის კურსდამთავრებულის სერტიფიკატი გადაეცა. თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ჰარვარდის სამართლის სკოლის თანამშრომლობით სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა საავტორო სამართალში და გაევლოთ ჰარვარდის პროფესორის - ვილიამ ფიშერის საავტორო სასერტიფიკატო კურსი - CopyX.  
ნახვა »
25/ივნისი/2018
12 სურათი
თსუ ფუტსალის სტუდენტური გუნდი საქართველოს საუნივერსიტეტო ლიგის გამარჯვებულია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის სტუდენტური გუნდი საქართველოს საუნივერსიტეტო ლიგის გამარჯვებულია. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფინალური შეხვედრა თსუ-ს და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაიმართა, რომელშიც გამარჯვება თსუ-ს გუნდმა მოიპოვა. შედეგად, თსუ სტუდენტები მონაწილეობას ევროპის უნივერსიადაზე მიიღებენ.
ნახვა »
22/ივნისი/2018
5 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლას (ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევისა და სწავლების სფეროში ითანამშრომლებენ, ხელს შეუწყობენ აკადემიური და საგანმანათლებლო რესურსების გაცვლას.    

ნახვა »
22/ივნისი/2018
9 სურათი
პეკინის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია პეკინის უნივერსიტეტის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ენებისა და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტებთან.
ნახვა »
21/ივნისი/2018
11 სურათი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ გაიხსნა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.


ნახვა »
19/ივნისი/2018
6 სურათი
პოეზიის კონკურსი - „სიჭაბუკე და ლექსი ერთია“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დათა გულუას სახელობის პოეზიის კონკურსის „სიჭაბუკე და ლექსი ერთია“ დასკვნითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე გამარჯვებული კონკურსანტები დააჯილდოვეს. პოეზიის კონკურსი აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.
ნახვა »
« 1 ... 90 91 92 93 94 ... 198 »