ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 88 89 90 91 92 ... 198 »
6/ივლისი/2018
7 სურათი
კონფერენცია "ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციები"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციები" გაიხსნა.
ნახვა »
6/ივლისი/2018
13 სურათი
ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთშორისო ტურნირი გაიხსნა. ტურნირი ინტელექტუალური კონკურსია 17  წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის. ტურნირი წარმოაჩენს მოსწავლეების  უნარს წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები  და  შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში.
ნახვა »
5/ივლისი/2018
5 სურათი
დასაქმების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის - "ისწავლე და დასაქმდი პსპ დაზღვევაში" ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ თეორიული ცოდნა და შეიძინონ პრაქტიკული უნარები, დაესწრონ სხვადასხვა ტრენინგსა და სემინარს, ამასთანავე ჩაერთონ სადაზღვევო საქმიანობის პროცესში. სასწავლო კურსის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან კონფლიქტების მართვის, გაყიდვების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის საფუძვლებს.

ნახვა »
5/ივლისი/2018
6 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საპარტნიორო ფონდს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპარტნიორო ფონდის შვილობილ კომპანიებში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ პრაქტიკას გაივლიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საპარტნიორო ფონდს შორის მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მოაწერეს.    




ნახვა »
2/ივლისი/2018
6 სურათი
საზაფხულო სკოლა: "მიგრაციის მართვა - ინტერდისციპლინური და რეგიონთაშორისი მიდგომები"
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა: "მიგრაციის მართვა - ინტერდისციპლინური და რეგიონთაშორისი მიდგომები" ოფიციალურად გაიხსნა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებს 60 პროფესორი და სტუდენტი ავსტრიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ავღანეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.
ნახვა »
1/ივლისი/2018
14 სურათი
ISET-ის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) 2018 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. წელს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის 39 სტუდენტს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და იაპონიიდან მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 10 წლის განმავლობაში, ISET-მა  აღზარდა ეკონომისტების არაერთი თაობა.
ნახვა »
« 1 ... 88 89 90 91 92 ... 198 »