ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 92 93 94 95 96 ... 198 »
15/ივნისი/2018
16 სურათი
საერთაშორსო სამეცნიერო კონფერენცია და სკოლა
თსუ-ში საერთაშორსო სამეცნიერო კონფერენცია და სკოლა - "ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ" გაიხსნა. სამეცნიერო სკოლის ფარგლებში 80 სტუდენტი გაივლის თეორიულ კურსს კლინიკური და ფუნდამენტური იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებზე ონკოიმუნოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის, ალერგოლოგიისა და დერმატოლოგიის მიმართულებით.
ნახვა »
14/ივნისი/2018
17 სურათი
საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შეიქმნა. დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი 15 წევრიანი ორგანო თსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი თსუ-ში დისერტაციების ხარისხის ამაღლებაა. 14 ივნისს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს თავმჯდომარედ თსუ ასოცირებული პროფესორი ქეთევან ხუციშვილი აირჩიეს.


ნახვა »
14/ივნისი/2018
9 სურათი
სტუდენტთა IV სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა IV სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის ფარგლებში მუშაობდა შემდეგი სექციები: ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, სოცილოგია და სოციალური მუშაობა, საზოგადოებრივი გეოგრაფია.


ნახვა »
14/ივნისი/2018
8 სურათი
ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის საერთაშორისო ექსპერტების შეხვედრა სამეცნიერო საზოგადოებასთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის Policy Support Facility-ის საერთაშორისო ექსპერტების შეხვედრა სამეცნიერო საზოგადოებასთან.


ნახვა »
14/ივნისი/2018
5 სურათი
საჯარო ლექცია - “უსაფრთხოების სტარტეგიები პატარა სახელმწიფოებისთვის“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტალინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორის მეთიუ ქრენდალის ლექცია - "უსაფრთხოების სტრატეგიები პატარა სახელმწიფოებისთვის ტრამპის ეპოქაში: გამოწვევები და შესაძლებლობები" გაიმართა. ღონისძიება ესტონეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ნახვა »
13/ივნისი/2018
10 სურათი
XII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის XII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ნახვა »
« 1 ... 92 93 94 95 96 ... 198 »