ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 91 92 93 94 95 ... 198 »
18/ივნისი/2018
10 სურათი
საზაფხულო სკოლა - „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა - „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაიხსნა. თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საზაფხულო სკოლაში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. პროგრამაში ქართველი სპეციალისტები, პროფესორები, ექსპერტები მონაწილეობენ.
ნახვა »
18/ივნისი/2018
6 სურათი
ზაფხულის სკოლა - "თსუ 100 - ადამიანი, საზოგადოება და დედამიწა“
თსუ-ში საბავშვო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლა -"თსუ 100 - ადამიანი, საზოგადოება და დედამიწა“ გაიხსნა. სკოლის ფარგლებში, მოსწავლეები მოისმენენ თსუ-ის პროფესორების ლექციებს მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან, ჩატარდება შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მწერლებთან. განხილული იქნება საზოგადოებისათვის აქტუალური თემები. სკოლაში მონაწილეობენ მე-9-11 კლასების მოსწავლეები.
ნახვა »
18/ივნისი/2018
10 სურათი
„შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“ - პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ინგლისურენოვანი მონოგრაფიის - “Medieval Georgian Romance “The Man in a Panther-Skin” and Shakespeare’s Late Plays“ („შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“) პრეზენტაცია გაიმართა. მონოგრაფიის საშუალებით მკითხველს ეძლევა სრული ინფორმაცია რუსთველის „ვეფხისტყაოსნისა“ და მისი თვისობრივი მიმართების შესახებ წინარე რენესანსის ევროპულ აზროვნებასთან.

ნახვა »
18/ივნისი/2018
9 სურათი
წიგნის - "ადმინისტრაციული მეცნიერების სახელმძღვანელო" პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიევრსიტეტში ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის მიერ გამოცემული წიგნის - "ადმინისტრაციული მეცნიერების სახელმძღვანელო" პრეზენტაცია გაიმართა.

ნახვა »
15/ივნისი/2018
11 სურათი
ინტელექტუალური თამაში - ,,ვთამაშობთ ისტორიას’’
ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ბიბლიოთეკის მიერ მომზადებული ინტელექტუალური თამაშის - ,,ვთამაშობთ ისტორიას’’ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.  უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თამაშის ძირითადი თემატიკა ეხებოდა უნივერსიტეტის დამაარსებლების მოღვაწეობას. თამაშის გამარჯვებული გახდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი გოგა ჭანტურია.
ნახვა »
15/ივნისი/2018
8 სურათი
X საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის “ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ ფარგლებში X საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლის იუბილეს მიეძღვნა.


ნახვა »
« 1 ... 91 92 93 94 95 ... 198 »