ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 89 90 91 92 93 ... 198 »
30/ივნისი/2018
13 სურათი
თსუ-ში ტრეფიკინგის, თავშესაფრის და მიგრაციის თემებზე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), თავშესაფრისა და მიგრაციის თემაზე მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია ორგანიზებული იყო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ და მიეძღვნა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციის ძალაში შესვლის 10 წლისთავსა და ივნისში აღნიშნულ ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს.
ნახვა »
30/ივნისი/2018
8 სურათი
ოქსფორდის იესოს სახელობის კოლეჯის ქოროს კონცერტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოქსფორდის იესოს სახელობის კოლეჯის ქოროს კონცერტი გაიმართა. ქოროს წევრები ოქსფორდის წარმატებული აკადემიური საზოგადოების  წარმომადგენლები არიან. კონცერტზე წარმოდგენილი იყო იგორ სტარვინსკის, სერგეი რახმანინოვის, ანტონ ბრუკნერის, პეტრე ჩაიკოვსკის, თომას თალის, ორლანდო გიბსონის, ჯონ ბენეტის და სხვათა ნაწარმოებები.
ნახვა »
28/ივნისი/2018
11 სურათი
ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია
 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა  თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს. კონფერენცია  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის  „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. 

ნახვა »
26/ივნისი/2018
8 სურათი
77-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტთა და მეცნიერ-ხელმძღვანელთა დაჯილდოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 77-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტთა და მეცნიერ-ხელმძღვანელთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია თსუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების თაოსნობით ჩატარდა.
ნახვა »
26/ივნისი/2018
14 სურათი
წიგნის - ,,მამა’’ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის -  ,,მამა’’  პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში თავმოყრილია სხვადასხვა გამოცემასა და ხელნაწერების ეროვნულ ცენტრში დაცული ივანე ჯავახიშვილის შვილების მოგონებები. გამოცემა ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკუნოვან იუბილეს.
 
ნახვა »
25/ივნისი/2018
10 სურათი
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსნა. ფორუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი მთავარი თემაა: საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც საჩვენებელი დემოკრატია იმდროინდელი ევროპისათვის. კონფერენციაში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი პროფესორები და მკვლევრები იღებენ.



ნახვა »
« 1 ... 89 90 91 92 93 ... 198 »