ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 87 88 89 90 91 ... 198 »
3/აგვისტო/2018
3 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და ა(ა)იპ "პროპაგანდას" შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ "პროპაგანდას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ა(ა)იპ პროპაგანდას დირექტორმა თინათინ ასათიანმა მოაწერეს. ხალეშეკრულების მიზანია მხარეთა ერთობლივი ინტერესების საფუძველზე, საქართველოში ინტერდისციპლინური განათლების და სამეცნიერო კვლევების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცება.




ნახვა »
28/ივლისი/2018
6 სურათი
თსუ ბაკალავრიატის გამოშვება 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა მეასე საიუბილეო წლის გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. წელს თსუ-ში ბაკალავრიატის საფეხური 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. კურსდამთავრებულთა ცერემონიას თსუ ბაკალავრებთან ერთად, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი  შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ნახვა »
25/ივლისი/2018
6 სურათი
საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესების საზაფხულო სკოლა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა 2018 წლის 16-18 ივლისს საზაფხულო სკოლას უმასპინძლა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და სამართლის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ოცდაათამდე სტუდენტი, ასევე საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი.
საზაფხულო სკოლის ფორმატი მოიცავდა იმიტირებული პროცესების რაუნდებს, თემატურ ტრენინგ კურსებსა და სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ჩატარდა სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების დღეს და მიეძღვნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ხელმოსაწერად გახსნის 20 წლისთავს.   

ნახვა »
20/ივლისი/2018
8 სურათი
სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ხელმოსაწერად გახსნის 20 წლისთავის აღსანიშნავად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს საერთაშორისო სამართლის და სამართალმცოდნეობის სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა  და მოწვეულმა სტუმრებმა.
ნახვა »
12/ივლისი/2018
7 სურათი
მიხეილ გეგეშიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ცნობილი ქართველი ეთნოლოგის მიხეილ გეგეშიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ნახვა »
12/ივლისი/2018
13 სურათი
სტუდენტური კონკურსის “პლანეტა რიდმორი” დაჯილდოების ცერემონია
თსუ-ში სტუდენტური კონკურსის „პლანეტა რიდმორის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. თსუ-სა და გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ ერთობლივი პროექტის პირველი ადგილის მფლობელი ბექა გოგინავა გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი, შესაბამისად, მედეა ფანცულაიამ და ვასილ ქარსელაძემ დაიკავეს. გამარჯვებულებს პარტნიორმა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ სპეციალური პრიზები გადასცა: პირველი ადგილის მფლობელი ევროპაში სასწავლო ტრენინგის საგზურით დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა სტუდენტებმა კი 1000 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები მიიღეს.
ნახვა »
« 1 ... 87 88 89 90 91 ... 198 »