ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 86 87 88 89 90 ... 198 »
22/აგვისტო/2018
9 სურათი
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი სინტია ჰუგერი ეწვია. ვიცე-პრეზიდენტმა თსუ რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან ერთად „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ საგანმანათლებლო პროექტების შედეგად უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზოგადი, ანალიზური, ორგანული, ფიზიკური ქიმიის და ბიოქიმიის, ინსტრუმენტული ქიმიის, ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები დაათვალიერეს.

ნახვა »
20/აგვისტო/2018
14 სურათი
მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იულიხის კვლევითი ცენტრისა და პარტნიორი უნივერსიტეტების (თსუ, აგრიუნი, ილიაუნი, და სტუ)  ერთობლივი, მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი გაიხსნა ფუნდამენტურ მეცნიერებებში. ღონისძიება თსუ 100 წლის იუბილის ფარგლებში გაიმართა და მისი თემატიკაა "მეცნიერება საქართველოში არსებულ მულტიდისციპლინურ SMART |ლაბებში".


ნახვა »
20/აგვისტო/2018
11 სურათი
თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ საპატიო დოქტორის წოდების მიენიჭების ცერემონიალი გაიმართა. თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის, უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის თსუ საპატიო დოქტორის წოდება იულიხის კვლევითი ცენტრის თანამედროვე მოდელირების ინსტიტუტის დირექტორს, ბონის უნივერსიტეტის პროფესორს ულფ მაისნერს მიენიჭა.

ნახვა »
10/აგვისტო/2018
7 სურათი
ირანის ისლამურ რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ნუნუ ოვსიანიკოვამ ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საუნივერსიტეტო თანამშრომლობისა და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების შესახებ ისაუბრეს.
ნახვა »
7/აგვისტო/2018
7 სურათი
აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ასობით სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი დაიღუპა და დაიჭრა, 100 ათასზე მეტი მოქალაქე დევნილი გახდა.
ნახვა »
3/აგვისტო/2018
4 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიულ ფედერაციას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ ელგუჯა აფრიდონიძემ მოაწერეს.


ნახვა »
« 1 ... 86 87 88 89 90 ... 198 »