ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 7 8 9 10 11 ... 198 »
4/თებერვალი/2020
4 სურათი
იტალიის ელჩის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა იტალიის ახალ ელჩს ენრიკო ვალვოს უმასპინძლა. 
თსუ რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგანმანათლებლო პროგრამებს, ამ კუთხით  საქართველოსა და იტალიას  შორის არსებულ ურთიერთობებს, შესაძლო გაცვლით პროგრამებსა და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.
ნახვა »
4/თებერვალი/2020
12 სურათი
წიგნის „ოსური ხალხური ზღაპრები“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა წიგნის „ოსური ხალხური ზღაპრები“ პრეზენტაცია.
წიგნში შესულია ოსური ხალხური ზღაპრების ახალი თარგმანები (მთარგმნელი: ნაირა ბეპიევი). კრებული გაფორმებულია ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრებით.
ნახვა »
28/იანვარი/2020
6 სურათი
ვიზიტი შპაიერის სამაგისტრო პროგრამა "საჯარო მმართველობის" ფარგლებში
ბუდაპეშტის ანდრაშის უნივერსიტეტიდან შპაიერის სამაგისტრო პროგრამა "საჯარო მმართველობის" ფარგლებში თსუ-ს პროფესორი და ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელი შტეფან ოკრუხი ეწვია. შეხვედრაზე განხილულ იყო თსუ-სა და ანდრაშის უნივერისტეტის სამომავლო თანამშრომლობის საკითხი, ერთობლივი პროგრამების შექმნის და საერთო პროექტების ჭრილში, რაც ქართველ სტუდენტებს დამატებით მისცემთ შესაძლებლობას, მიიღონ კვალიფიციური და ევროპული განათლება.

ნახვა »
27/იანვარი/2020
14 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია- „ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020“ გაიხსნა.
საერთაშორისო კონფერენციას „ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი-2020“ ამერიკის, ევროპის და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში (საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და სხვა) მომუშავე 70-ზე მეტ ფიზიკოსი ესწრება და მოიცავს კვლევების ფართო სპექტრს, რომელიც დაკავშირებულია ტრეკული დეტექტორების შესწავლის მიზნით ჩატარებულ სატესტო დასხივებებთან, კალორიმეტრიასთან და მის ფარგლებს გარეთ არსებულ გამოკვლევებთან.
კონფერენციას მასპინძლობს თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი და 31 იანვარის ჩათვლით გაგრძელდება. 
ნახვა »
23/იანვარი/2020
20 სურათი
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრა თსუ-ში
120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი განიხილავს ევროპულ უნივერსიტეტებში სადოქტორო განათლების კვლევების შედეგებსა და სამომავლო გეგმებს ვორქშოფზე, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.   ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ისტორიაში პირველად, ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში იმართება. 
ასოციაციის შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გდებუაძე დაესწრნენ. 

ნახვა »
« 1 ... 7 8 9 10 11 ... 198 »