ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 9 10 11 12 13 ... 198 »
27/დეკემბერი/2019
12 სურათი
“I სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია ნეირომეცნიერებებში”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება “I სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია ნეირომეცნიერებებში”, რომელიც ეძღვნება აკად. ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან 135 წლის და მის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ფიზიოლოგიური ლაბორატორიის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს. 
კონფერენციის ორგანიზატორია აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება.
ნახვა »
26/დეკემბერი/2019
9 სურათი
ნინო პოპიაშვილის წიგნის, „პოეტური ენის საკითხები: პოეტური ლექსიკა, ტროპი“ პრეზენტაცია
 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ნინო პოპიაშვილის წიგნის, „პოეტური ენის საკითხები: პოეტური ლექსიკა, ტროპი“ (დამხმარე სახელმძღვანელო) პრეზენტაცია გაიმართა. 
წიგნში დეტალურად არის განხილული მხატვრული ნაწარმოების პოეტური ენის საკითხები. ყურადღება გამახვილებულია პოეტური ლექსიკის  სხვადასხვა  სახეებზე.  წიგნში   საანალიზოდ წარმოდგენილია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართველი ავტორების მხატვრული ნაწარმოებები. წიგნი დახმარებას გაუწევს ლიტერატურის თეორიის, ლიტერატურათმცოდნეობის, პოეტური ენის საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და მკვლევრებს.
ნახვა »
26/დეკემბერი/2019
8 სურათი
ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ დაჯილდოების საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019 "  დაჯილდოების საღამო გაიმართა.  ათი კონკურსანტიდან  ჟიურის წევრებმა სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი შეარჩიეს, პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი, ცოტნე ავსაჯანიშვილი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს - ნინო ბუკიას და დავით კილაძეს 700 და 500 ლარი და პარტნიორის საჩუქრები გადაეცათ.
ტრადიციულად, „შემოდგომის ლეგენდა 2019“-ის ფინალისტების მოთხრობები სპეციალურ კრებულში დაიბეჭდა. ფინალისტებისთვის ეს პირველი პუბლიკაციაა. კრებული  დაჯილდოების ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ. 
 


ნახვა »
25/დეკემბერი/2019
15 სურათი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შემაჯამებელი ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო  ფონდის მიერ 2019 წელს განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შედეგები, 2020 წლის პრიორიტეტები და გეგმები. 
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის კუთხით არაერთი პროგრამა განახორციელა. მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით გამოყენებითი კვლევების ახალი საგრანტო პროგრამა CARYS გამოცხადდა. გარდა ამისა, დაწესდა რამდენიმე სახელობითი სტიპენდია, რომლის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერები სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით უკვე გამოვლინდნენ. წელს პირველად სამეცნიერო ფონდმა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების  მიმართულებით ახალი საგრანტო კონკურსები გამოაცხადა, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობების წინააღმდეგ საქართველოს ოკუპირებული და საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში ტრადიციულად ლიდერობენ, წელს გამარჯვებული პროექტების 50%  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით.


ნახვა »
25/დეკემბერი/2019
16 სურათი
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეთა ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების მოსწავლეები ესტუმრნენ.
მოსწავლეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე შეხვდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ესაუბრა
ნახვა »
24/დეკემბერი/2019
9 სურათი
წიგნები საახლაწლო სურნელით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო საბავშვო წიგნების კითხვის დღე გაიმართა. საახალწლო თემატიკაზე დაწერილი წიგნებიდან ამონარიდები ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის სტუდენტებმა წაიკითხეს. ბიბლიოთეკამ უმასპინლა IV კლასის მოსწავლეებს, რომელთაც  მწერალი ნატო დავითაშვილი გაესაუბრა. დავითაშვილი ფენტეზის ჟანრის მწერალია, დაწერილი აქვს ათზე მეტი წიგნი, მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული პრემია. სკოლის მოსწავლეებმა ნახეს ასევე საახალწლო ღონისძიება საბალეტო სტუდიის Magic Show-ს პატარა ბალერინების მონაწილოებით. 
ნახვა »
« 1 ... 9 10 11 12 13 ... 198 »