ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 5 6 7 8 9 ... 198 »
12/თებერვალი/2020
12 სურათი
„თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ - ახლებური ვერსიის პრეზენტაცია
1988 წელს გამოცემული წიგნის, „თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ ახლებური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სერგო ჯორბენაძის წიგნში, რომელიც უნივერსიტეტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, ასახულია  უნივერსიტეტის ისტორიული პერიოდი დაწყებული 1907 წლიდან, გაგრძელებული  მისი დაარსებით, პირველი საჯარო ლექციით, სხვადასხვა ფაკულტეტების შექმნითა და დასრულებული ყველა იმ აქტივობით, რომლითაც ასწლოვანი უნივერსიტეტი წლების მანძილზე იწონებდა თავს.
„თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორიის“ ახლებური ვერსია უნივერსიტეტის იუბილეს მიეძღვნა და მისი რედაქტორები  სერგი ჯორბენაძე და დიმიტრი გეგენავა არიან.
ნახვა »
12/თებერვალი/2020
7 სურათი
უსაფრთხო ინტერნეტის დღე თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული დისკუსია თემებზე: როგორ მოვემზადოთ კიბერ მშობლობისთვის; როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვებს გახდნენ პასუხისმგებლიანი კიბერ მოქალაქეები; ონლაინ მედიის პოზიტიური და ნეგატიური გავლენები ბავშვის განვითარების პროცესში. 
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა უერთდება მსოფლიო ინციატივას - „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“. ღონისძიების მიზანია მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით. 
ნახვა »
12/თებერვალი/2020
9 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ჰიდროგრაფიულ სამსახურს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ-საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ მოაწერეს. 
მემორანდუმის მიზანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაა. 
შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას ოკეანოლოგიის, ჰიდროლოგიის, მეტეოროლოგიის და გარემოს დაცვის სფეროებში. ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური თსუ სტუდენტებს სასწავლო-საველე პრაქტიკის პერიოდში  მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფს. მხარეებს შორის დაგეგმილია ასევე გარემოს მდგომარეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის  გაცვლა.
ნახვა »
10/თებერვალი/2020
12 სურათი
გამოფენა - ,,ტფილისის უნივერსიტეტის გამოცემანი"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა - ,,ტფილისის უნივერსიტეტის გამოცემანი".
გამოფენაზე  წარმოდგენილია უნივერსიტეტში გამოცემული საეტაპო მნიშვნელობის გამოცემები. გახსნაზე გაიმართა საიუბილეო ვიქტორინა - ,,თსუ 102" გამარჯვებულების დაჯილდოება.
გამოფენა ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 102 წლის იუბილეს და თვის ბოლომდე გასტანს. 
ნახვა »
10/თებერვალი/2020
20 სურათი
წიგნის „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ პრეზენტაცია და გამოფენა
ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი ლექტორის ვახტანგ ღამბაშიძისადმი მიძღვნილი წიგნის „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომი“ პრეზენტაცია გაიმართა და გამოფენა „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები“ გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, ვახტანგ ღამბაშიძის შთამომავლები და  მოწვეული სტუმრები  დაესწრნენ.
წიგნში გამოქვეყნებულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა მიერ, ვახტანგ ღამბაშიძის მიერ დაარსებული  სანატორიუმ „პატარა ცემის“ შთაბეჭდილებათა წიგნში გაკეთებული უნიკალური ჩანაწერების (1904-1946 წწ.) ფოტოასლები, რომელსაც თან ერთვის მათი ბეჭდური ვარიანტი, კომენტარები და საძიებლები. წიგნის შემდგენლები არიან თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე და  ფილოლოგიის დოქტორი ჯულიეტა გაბოძე.  გამოცემა სამენოვანია (ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე).
ნახვა »
10/თებერვალი/2020
8 სურათი
აკადემიკოს თენგიზ სანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში აკადემიკოს თენგიზ სანაძის  ხსოვნისადმი  მიძღვნილი საღამო გაიმართა.
თენგიზ სანაძე სამართლიანად ითვლება მსოფლიოში ცნობილი მაგნიტური რეზონანსის ქართული სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად. თენგიზ სანაძის მიერ დაწყებული კვლევები ეპრ სპექტროსკოპიაში კვალავაც გრძელდება უნივერსიტეტში და მიმართულია დღეისათვის მეტად აქტუალური ნივთიერებების: მაღალტემპერატურული ზაგამტარების, მულტიფეროიკების, დაბალგანზომილებიანი მასალების შესასწავლად.  ამჟამად კონდენსირებული გარემოს ფიზიკის ლაბორატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს აკადემიკოს თენგიზ სანაძის სახელს. 

ნახვა »
« 1 ... 5 6 7 8 9 ... 198 »