ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 6 7 8 9 10 ... 198 »
8/თებერვალი/2020
17 სურათი
,,უნივერსიტეტი - UNIVERSITAS’’

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია და თანამედროვეობაა მოთხრობილი წიგნში, რომლის პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებაზე გაიმართა. თსუ 102 წლისთავისადმი მიძღვნილ წიგნი-ალბომში, რომლის პრეზენტაციას უნივერსიტეტელები დაესწრნენ, მოთხრობილია უნივერსიტეტის დაარსების, მისი პირველი პედაგოგების, სამეცნიერო სკოლების, ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
წიგნის „უნივერსიტეტი“ განახლებულ გამოცემაში გამოყენებული დოკუმენტები და ფოტომასალა დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სხვადასხვა კერძო კოლექციაში. წიგნში ყურადღება განსაკუთრებითაა გამახვილებული უნივერსიტეტის დღევანდელ მიღწევებზე, სტუდენტური ცხოვრების სიახლეებზე, საერთაშორისო წარმატებებზე.  

ნახვა »
7/თებერვალი/2020
16 სურათი
მე-8 საფაკულტეტო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

მე-8 საფაკულტეტო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ხომერიკი, თსუ პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე დეპარტამენტების მიხედვით ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებულმა სტუდენტებმა პრეზენტაციები წარადგინეს. გამარჯვებულ სტუდენტებს  პრიზები და სიგელები გადაეცათ.


ნახვა »
6/თებერვალი/2020
20 სურათი
ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნისა და ფილმის პრეზენტაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი მეცნიერის, მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე წარდგენილი იქნა გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ეგიდით მკვლევარის საიუბილეოდ მომზადებული წიგნი  - ,,ივანე ბერიტაშვილი - კიდევ ერთი ცდა/უცნობი ისტორიები ცნობილ მეცნიერზე“ (ავტორები: ნინო კაკულია, მერაბ ცაგარელი) და მოეწყო ბერიტაშვილისადმი მიძღვნილი ფილმის  - ,,ეპიზოდები ივანე ბერიტაშვილის ცხოვრებიდან“ (ავტორები: არჩილ შუბაშვილი, ბესიკ გაფრინდაშვილი; მთხრობელი - მერაბ კოკოჩაშვილი) ჩვენება.

ნახვა »
6/თებერვალი/2020
7 სურათი
ტრენინგი დოქტორანტების ხელმძღვანელობის შესახებ თსუ პროფესორებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წლის 6 თებერვალს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მაცნიერებათა ფაკულტეტის და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორებისთვის გაიმართა ტრენინგი დოქტორანტების ხელმძღვანელობის შესახებ. ტრენინგს წარუძღვა ტესალის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი პანტელის იპსილანდისი. ტრენინგი ჩატარდა ფოლკსვაგენის ფონდისა და თსუ მხარდჭერით. 
ნახვა »
5/თებერვალი/2020
12 სურათი
თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ესტონურ გამოცდილებას იზიარებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა. მის შემადგენლობაში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლევან წიქარიძე და ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი მარიამ გოგოჭური გახლდნენ. 
თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით  26-31 იანვარს ესტონეთის „Ida-Virumaa kutsehariduskeskus” პროფესიული განათლების ცენტრს ეწვივნენ. შეხვედრა გაიმართა ასევე ტარტუს პროფესიული განათლების ცენტრში, რომელსაც ესტონეთში ყველაზე დიდი ხნის გამოცდილება აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და გაცვლითი პროგრამების განხორცილების საქმეში. ვიზიტის  განმავლობაში თსუ წარმომადგენლები პროფესიული განათლების ცენტრის ინფრასტრუქტურას, სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხებს, სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემების, საგანმანათლებლო პროგრამების გაეცნენ. მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება გაცვლითი პროგრამების პროექტების შექმნის, სასაწავლო პროცესის ორგანიზების ელექტრონული მართვის სისტემის შესამუშავებლად ესტონეთის გამოცდილების გაზიარების და მასწავლებლების გადამზადების და ესტონელი კოლეგების საპასუხო ვიზიტის საკითხებზე. 
ნახვა »
5/თებერვალი/2020
11 სურათი
ტრენინგი კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის შესახებ
2020 წლის 4 და 5 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მაცნიერებათა ფაკულტეტის და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორანტებისთვის გაიმართა ორდღიანი ტრენინგი კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის შესახებ. ტრენინგს წარუძღვა ტესალის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი პანტელის იპსილანდისი.
ტრენინგი ჩატარდა ფოლკსვაგენის ფონდისა და თსუ მხარდჭერით. 
ნახვა »
« 1 ... 6 7 8 9 10 ... 198 »