ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 8 9 10 11 12 ... 198 »
22/იანვარი/2020
10 სურათი
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრა თსუ-ში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლა. ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ისტორიაში პირველად, ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში გამართეს. 
ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა. შეხვედრაზე  სადოქტორო განათლებაში არსებულ ევროპულ ტენდენციებზე, სამომავლო გამოწვევებსა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების გზებზე იმსჯელეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო განათლების შესახებ სემინარებსა და ვორქშოფებს ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში გამართავენ.  

ნახვა »
21/იანვარი/2020
9 სურათი
საერთაშორისო სემინარი „ბიზნეს და სამეცნიერო ეთიკა“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრისა და AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) თანამშრომლობით გაიმართა სემინარი და პანელური დისკუსია თემაზე - "ბიზნეს და სამეცნიერო ეთიკა".
ღონისძიება გახსნეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნახვა »
13/იანვარი/2020
11 სურათი
ტრენინგი Smart city და "ნივთების ინტერნეტი"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე "საგნების ინტერნეტი", რომელსაც უძღვებოდა საფრანგეთიდან მოწვეული სტუმარი ლუსიენ კასტექსი. კინფერენცია ჩატარდა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ცენტრის CANNT და AUF-ის (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო) თანამშრომლობით.
ნახვა »
10/იანვარი/2020
15 სურათი
ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი მეცნიერის, მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოეწყო ფიზიოლოგთა საზოგადოების სხდომა - ,,ბერიტაშვილის კითხვანი“, რომელიც თსუ-ში ტრადიციულად ივანე ბერიტაშვილის დაბადების დღეს იმართება. სხდომას უძღვებოდა საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი გურამ ბექაია, რომელიც ივანე ბერიტაშვილის მოწაფეა.
ნახვა »
3/იანვარი/2020
10 სურათი
ფიზიკური და ანალიტიკური ქიმიის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ფიზიკური და ანალიტიკური ქიმიის მე-10 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. 
ღონისძიებას ქართველლი და უცხოელი მეცნიერები ესწრებოდნენ. კონფერენცია 4 იანვარს დასრულდება.
ნახვა »
27/დეკემბერი/2019
6 სურათი
XII ყოველწლიური კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ორგანიზებით XII ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ცნობილი მეცნიერების, ისტორიკოსების  კოტე ანთაძის და უშანგი სიდამონიძის დაბადებიდან  90 წლისთავს მიეძღვნა. 
ნახვა »
« 1 ... 8 9 10 11 12 ... 198 »