ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 85 86 87 88 89 ... 198 »
14/სექტემბერი/2018
6 სურათი
პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ტერმინოლოგია - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო კონფერენცია ტერმინოლოგიაში „ტერმინოლოგია - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ გაიხსნა. კონფერენციის მიზანია თანამედროვე ტერმინოლოგიური პრობლემების მოგვარება.


ნახვა »
13/სექტემბერი/2018
8 სურათი
კონფერენცია "საქართველოში ენგურის ჰიდროელექტრო სადგურის უსაფრთხოება გეოსაშიშროებების მიმართ“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  უნივერსიტეტში მეცნიერების თანამშრომლობისა და უსაფრთხოების პროგრამის ეგიდით NATO-ს  პროექტის „საქართველოში ენგურის ჰიდროელექტრო სადგურის უსაფრთხოება გეოსაშიშროებების მიმართ“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
ნახვა »
10/სექტემბერი/2018
9 სურათი
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - „სტარტაპი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა -  „სტარტაპი“ გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე და მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ნარმანია, ქართველი და უცხოელი სტუდენტები დაესწრნენ. საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, რომლის ორგანიზატორები არიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

ნახვა »
10/სექტემბერი/2018
6 სურათი
მსოფლიო ფორუმი - „პოლიშარ 26“ მოწინავე მასალებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო 26-ე  ფორუმი - "PolyChar 26" მოწინავე მასალებში გაიხსნა, რომელიც13 სექტემბრამდე გასტანს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე მეცნიერი და პროფესიონალი ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მექანიკის, სამედიცინო და საინჟინრო დარგებიდან.ახალგაზრდა მეცნიერების და სტუდენტების საუკეთესო მოხსენებები და პოსტერები ფორუმის სამეცნიერო კომიტეტის საპრიზო კომისიის მიერ პრიზებით და  საპატიო დიპლომით დაჯილდოვდება.  




ნახვა »
3/სექტემბერი/2018
22 სურათი
„შემოდგომის ლეგენდა“ - წინასაიუბილეო კონკურსი
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის “შემოდგომის ლეგენდის“ 10 წლის იუბილემდე გასული წლების ყველა გამარჯვებული და ჟიურის წევრები წინასაიუბილეო კონკურსში შეხვდნენ ერთმანეთს. ლიტერატურული დაბრუნება უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. კონკურსის მონაწილეები ორ ნაწილად გაიყვნენ: გასული წლების გამარჯვებულებმა საკონკურსო თემა ჟიურის წევრებისთვის მოიფიქრეს, ჟიურის წევრებმა კი თემა გამარჯვებულებს შესთავაზეს. მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ახალ ნაშრომებს ქმნიდნენ.
ნახვა »
24/აგვისტო/2018
18 სურათი
ანგელა მერკელის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპაციის თემაზე და საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით კანცლერის პასუხები მოისმინეს. თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ნახვა »
« 1 ... 85 86 87 88 89 ... 198 »