ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 4 5 6 7 8 ... 198 »
20/თებერვალი/2020
16 სურათი
თსუ მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განათლების მინისტრი გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი  მიხეილ ჩხენკელი , თსუ-ს რექტორ  გიორგი შარვაშიძესთან  ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. პროექტი,  რომლის ღირებულება 21,3 მლნ ლარს შეადგენს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართება. სალექციო პროცესი თსუ-ს სასწავლო კორპუსებში გადანაწილდება.
თსუ-ს მეორე კორპუსი 1940 წელს თსუ კურსდამთავრებულის, არქიტექტორ მიხეილ შავიშვილის პროექტით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობის არქიტექტურისა და სტილის გათვალისწინებით აშენდა. 

ნახვა »
19/თებერვალი/2020
5 სურათი
მონოგრაფიის „სამხედრო ოკუპაციის საერთაშორისო სამართალი“ პრეზენტაცია

თსუ სამართლის დოქტორის საბა ფიფიას   მონოგრაფიის „სამხედრო ოკუპაციის საერთაშორისო სამართალი“ პრეზენტაცია გაიმართა   თბილსის საკრებულოს შენობაში.

საბა ფიფიას მონოგრაფია  აკადემიკოს ლევან ალექსიძის ხსოვნას ეძღვნება.   ქართველი მკვლევარის წიგნის პრეზენტაცია დაწყვილდა ვესტმინსტერის ( დიდი ბრიტანეთი ) უნივერსიტეტის მკვლევარისა და პროფესორის წიგნის პრეზენტაციასა და ლექციასთან . უცხოელი და ქართველი მონაწილეების აქტიური ჩართულობით აკადემიური დისკუსია შედგა მონოგრაფიაში მოტანილ და ლექციაზე აღნიშნული თემატიკისა და საკითხების გარშემო .

 

 

 

 




 

ნახვა »
19/თებერვალი/2020
12 სურათი
თსუ პრე-აქსელერატორის გახსნის ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით დაიწყო "თსუ პრე-აქსელერატორი". პროექტის მიზანია ადგილობრივი ინოვაციურ-ტექნოლოგიური პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობა 10 სტრატაპ გუნდისთვის ტრენინგების ჩატარებითა და აქსელერაციის პროცესისთვის მომზადებით. პროგრამის ფარგლებში გუნდები გაივლიან ინტენსიური გადამზადების კურსს, მიიღებენ 1-თვიან მენტორობას ადგილობრივი კერძო კომპანიებისა და ბრიტანელი პარტნიორი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის „Change School“-ის დამფუძნებელი Neil Marshall-ისგან. პროექტის მხარდამჭერია ბრიტანეთის საბჭო. ღონისძიება დასრულდება 29 თებერვალს. პარტნიორი ორგანიზაცია „საქართველოს ბანკი“ ერთი-ერთი დღე დაეთმობა elevator pitch-ის სავარჯიშოს "გაცოცხლებას". სტარტაპ elevator pitch არის ფიჩის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც სტარტაპერებმა თვიანთი იდეა უნდა წარადგინონ 30 წამში. elevator pitch-ის კონცეფცია არის შემდეგი: იმ შემთხვევაში, თუ დამწყებ სტარტაპერს ლიფტში დაემგზავრება ინვესტორი, მან უნდა შეძლოს საჭირო სიტყვების მონახვა მოკლე დროში და ინვესტორის დაინტერესება.
ნახვა »
18/თებერვალი/2020
9 სურათი
გამომცემლობა ,,პალიტრა L’’-ის საბავშვო სერიის - "მოსწავლის არჩევანი" წარდგენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გამომცემლობა ,,პალიტრა L’’-ის საბავშვო სერიის - "მოსწავლის არჩევანი" წარდგენა. სერიაში გაერთიანებულ მრავალფეროვანი ჟანრის ლიტერატურასა და საყვარელ ლიტერატურულ გმირებზე მოსწავლეებს პედაგოგი, თინათინ ქავთარაძე ესაუბრა.
გამომცემლობა ,,პალიტრა L’’-ის საყმაწვილო სერია „მოსწავლის არჩევანი“ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს სთავაზობს საზოგადოებას, რომლებიც ამ პროექტში მოზარდთა ასაკის, ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით არის დაჯგუფებული. სერიაში შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე ე.წ. კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, წიგნები, რომელთა გაცნობა მოზარდს შეაყვარებს კითხვას და მნიშვნელოვნად გააფართოებს მის თვალსაწიერს.ღონისძიებაზე, გამომცემლობა ,,პალიტრა L’’-ის წიგნები  სპეციალური ფასდაკლებით გაიყიდა.
ნახვა »
18/თებერვალი/2020
5 სურათი
ნიდერლანდების ელჩის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა   მააიკე ვან კოლდამს უმასპინძლა. 
თსუ რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგანმანათლებლო პროგრამებს, ამ კუთხით  საქართველოსა და იტალიას  შორის არსებულ ურთიერთობებს, შესაძლო გაცვლით პროგრამებსა და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს. ასევე უახლოეს პერიოდში დაგეგმილ უტრეხტის  უნივერსიტეტის საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის პროფესორის  ლუკ  ვერჰეის  საჯარო  ლექციას, რომელიც თსუ-ში გაიმართება.
ნახვა »
13/თებერვალი/2020
16 სურათი
ზაალ კოკაია - „წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში
„თავის ტვინი, ინსულტი და ღეროვანი უჯრედები“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტების პროფესორმა, თსუ კურსდამთავრებულმა ზაალ კოკაიამ „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში თსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სტუმრები ესწრებოდნენ. უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორი ზაალ კოკაია უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.
„წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში ყოველწლიურად ტარდება. პირველი საჯარო ლექცია პირველად 102 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში).
ნახვა »
« 1 ... 4 5 6 7 8 ... 198 »