ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 75 76 77 78 79 ... 198 »
14/ნოემბერი/2018
5 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და IPEC შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრს (IPEC) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თსუ სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან IPEC-ში, ასევე ისარგებლებენ შეღავათებით ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელმა, თსუ პროფესორმა ვასილ გონაშვილმა მოაწერეს.
ნახვა »
14/ნოემბერი/2018
11 სურათი
„დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“
თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ  ვასილ კაჭარავას წიგნის „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ პრეზენტაცია გაიმართა თსუ-ში. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია 1877 წლიდან 2008 წლამდე.  წიგნი აშშ საელჩოს გრანტის ფარგლებში თსუ-ს მხარდაჭერით გამოიცა.
ნახვა »
14/ნოემბერი/2018
13 სურათი
ლიტერატურული წრის „93-ე აუდიტორიის“ აღდგენა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ლიტერატურული წრე „93-ე აუდიტორია“ აღდგება, განახლდება ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემაც. გადაწყვეტილება ამის შესახებ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ კურსდამთავრებულები - ცნობილი მწერლები, გამომცემლები, თავის დროზე „93-ე აუდიტორიის“ წრის წევრები დაესწრნენ.

ნახვა »
13/ნოემბერი/2018
15 სურათი
სურამის სკოლის მოსწავლეები თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სკოლის მოსწავლეებს დაათვალიერებინა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მუზეუმი, გააცნო უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები, უნივერსიტეტში სწავლის პერსპექტივები.
ნახვა »
12/ნოემბერი/2018
9 სურათი
„ინტერკულტურული კომუნიკაცია აკადემიასა და დასაქმების ადგილებში სამხრეთ კავკასიასა და ნორვეგიაში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის - „ინტერკულტურული კომუნიკაცია აკადემიასა და დასაქმების ადგილებში სამხრეთ კავკასიასა და ნორვეგიაში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის კოორდინატორია ოსლოს მეტროპოლიტური უნივერსიტეტი, ხოლო პარტნიორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხაზარის უნივერსიტეტი. პროექტის მიზანია პარტნიორ უნივერსიტეტებში კურიკულუმების ინტერნაციონალიზაცია და სტუდენტებისა და ლექტორების გაცვლა.  


ნახვა »
12/ნოემბერი/2018
15 სურათი
„LL.M zu Köln“ კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და კიოლნის უნივერისტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „LL.M zu Köln“ კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კიოლნის სამაგისტრო პროგრამამ შარშან 10 წლის იუბილე იზეიმა, წელს კი მეცხრე თაობის გამოშვებას ზეიმობს.


ნახვა »
« 1 ... 75 76 77 78 79 ... 198 »