ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 77 78 79 80 81 ... 198 »
31/ოქტომბერი/2018
7 სურათი
თსუ სტუდენტების შეხვედრა მუსიკალურ ბენდთან - Konoba x R.O
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტების შეხვედრა მუსიკალურ ბენდთან - Konoba x R.O.
ნახვა »
31/ოქტომბერი/2018
8 სურათი
აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში ოთხწლიან ინტენსიურ საბაკალავრო პროგრამაზე 2019-2023 სწავლის პირობებთან დაკავშირებით.


ნახვა »
30/ოქტომბერი/2018
7 სურათი
გამოყენებითი კვლევის - “შავიზღვისპირა ფუნქციური რეგიონი, მისი მიზიდულობის ცენტრები და კონკურენტული უპირატესობები” პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევის - “შავიზღვისპირა ფუნქციური რეგიონი, მისი მიზიდულობის ცენტრები და კონკურენტული უპირატესობები” პრეზენტაცია გაიმართა. გამოყენებითი კვლევა განხორციელდა თსუ-ს საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებისა და CRRC-საქართველოს მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში.
ნახვა »
29/ოქტომბერი/2018
13 სურათი
შეხვედრა თსუ ინგლისურენოვანი პროგრამის - „მედიცინა“ სტუდენტებთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის - „მედიცინა“ I და II კურსელებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ ადმინისტრაციის და საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა.
ნახვა »
27/ოქტომბერი/2018
9 სურათი
„წრე ლისზე - ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად“
ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად 70-მდე მონაწილემ შემოურბინა ლისის ტბას. აქცია „წრე ლისზე - ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოკუპაციური თერაპიის მიმართულების და საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.  
ნახვა »
26/ოქტომბერი/2018
14 სურათი
საერთაშორისო ონკოლოგიური კონგრესი
უროლოგიურ კიბოსთან ბრძოლაზე, მკურნალობის ახალ სტრატეგიებსა და ტაქტიკაზე ისაუბრეს საერთაშორისო ონკოლოგიური კონგრესზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონგრესში მონაწილეობა  მიიღეს  ამ დარგის მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა - ამერიკის, გერმანიის, შვედეთის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გამოჩენილმა წამყვანმა მეცნიერებმა და ექიმებმა.
ნახვა »
« 1 ... 77 78 79 80 81 ... 198 »