ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 76 77 78 79 80 ... 198 »
10/ნოემბერი/2018
13 სურათი
პროფესორ ირაკლი კოვზანაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის გამგის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის,  პროფესორ ირაკლი კოვზანაძის წიგნის - Global Economy: Post-Crisis to Sustainable Development (“გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე“) პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში, რომელიც აშშ-ში გამოიცა, განხილული და გაანალიზებულია გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების გამომწვევი მაკროეკონომიკური, ინსტიტუციონალური და სტრუქტურული ფაქტორები. 
ნახვა »
9/ნოემბერი/2018
8 სურათი
მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, საქართველოს ოფიციალური უწყებების, დიპლომატიური კორპუსის და თურქული თემის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.




ნახვა »
6/ნოემბერი/2018
18 სურათი
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) ელექტრული ინჟინერიის თანამედროვე ლაბორატორიების პრეზენტაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერეს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტის მოადგილემ ლონა სტოლიმ, თსუ რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ცისკარიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს უმაღლესი განათლების პროექტების დირექტორმა ნოდარ სურგულაძემ,  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში ჰალილ გუვენმა, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.


ნახვა »
2/ნოემბერი/2018
9 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია: "ნარკოტიკული დანაშაული და სისხლის სამართლის პოლიტიკა”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების, თსუ თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის ორგანიზებით ქართულ-გერმანული საერთაშორისო კონფერენცია - "ნარკოტიკული დანაშაული და სისხლის სამართლის პოლიტიკა” გაიმართა.
ნახვა »
1/ნოემბერი/2018
7 სურათი
გამოფენა - „დიახ, მასარიკი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა - „დიახ, მასარიკი“ გაისხსნა. გამოფენა მომზადდა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ჩეხოსლოვაკიის დაარსების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ღონისძიებაზე წამოდგენილი იყო ექსპოზიცია ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის ტომაშ გარიგ მასარიკის ცხოვრების, ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკიის არსებობის პერიოდში ქართულ-ჩეხური პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ.


ნახვა »
1/ნოემბერი/2018
23 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია - „კერძო ავტონომია როგორც კერძო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „კერძო ავტონომია როგორც კერძო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი" გაიმართა. ღონისძიება თსუ იურიულმა ფაკულტეტმა გერმანიის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გამართა.
ნახვა »
« 1 ... 76 77 78 79 80 ... 198 »