ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 74 75 76 77 78 ... 198 »
16/ნოემბერი/2018
5 სურათი
შეხვედრა ევროპის კულტურული პარლამენტის გენერალურ მდივანთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ევროპის კულტურული პარლამენტის დამფუძნებელს და გენერალურ მდივანს  კარლ-ერიკ ნორმანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეში.
ნახვა »
16/ნოემბერი/2018
9 სურათი
თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა და სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა და სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. არჩევნებისთვის 14 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. არჩევნებს 23 დამკვირვებელი აკვირდებოდა, მათ შორის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციიდან „დემოკრატიულ ინიციატივათა ცენტრი“, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციიდან, ასევე დამოუკიდებელი დამკვირვებლები.
ნახვა »
16/ნოემბერი/2018
11 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია - “ქიმია დღეს და მომავალში”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია - “ქიმია დღეს და მომავალში” გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აშშ-ს, რუსეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, თურქეთის, პაკისტანის, უნგრეთის, ავსტრალიის წამყვანი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრების/უნივერსიტეტების სტუდენტებმა და ახალგაზრდა მეცნიერებმა, აგრეთვე “ამერიკის ქიმიური საზოგადოება საქართველოსთვის” წევრებმა.


ნახვა »
15/ნოემბერი/2018
8 სურათი
მრგვალი მაგიდა - "აფხაზეთი, მეხსიერება და ტრავმული ისტორიის რეპრეზენტაციის ფორმები"
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა - "აფხაზეთი, მეხსიერება და ტრავმული ისტორიის რეპრეზენტაციის ფორმები", რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ისტორიკოსები, ანთროპოლოგები, ფსიქოლოგები, კულტურისა და ლიტერატურის მკვლევრები. ღონისძიებაზე ფილოლოგიის დოქტორმა, თეა კალანდიამ წარმოადგინა წიგნი „14 გიგაბაიტი“, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი 12 ხელოვნის მეხსიერების ბარათებისგან შედგება.
ნახვა »
14/ნოემბერი/2018
9 სურათი
ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ღონისძიება მიეძღვნა პირველი ქართული უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს. სიმპოზიუმში მონაწილეობდა 75 ახალგაზრდა მეცნიერი როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, ისე ესტონეთის, იტალიის, გერმანიის, ყირგიზეთის, ირანის, სომხეთისა და აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
ნახვა »
14/ნოემბერი/2018
11 სურათი
თსუ მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის გახსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი გაიხსნა, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა; კოლეჯმა ახალი სტატუსით გაიარა ავტორიზაცია და განახორციელა 120 პროფესიული სტუდენტის საკონკურსო ჩარიცხვა შემდეგ მოდულურ პროგრამებზე: ტელერეჟისურა, საოპერატორო ხელოვნება, ვიდეო მონტაჟი, სატელევიზიო გრაფიკა, ფოტოგრაფია, ტელე-რადიო წამყვანი და რეპორტიორი.

ნახვა »
« 1 ... 74 75 76 77 78 ... 198 »