ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 73 74 75 76 77 ... 198 »
19/ნოემბერი/2018
7 სურათი
„შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები და საქართველო: ისტორიული მემკვიდრეობა და სამომავლო გამოწვევები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიმართულების ორგანზებით IV სამეცნიერო კონფერენცია - „შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები და საქართველო: ისტორიული მემკვიდრეობა და სამომავლო გამოწვევები“ გაიმართა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.


ნახვა »
19/ნოემბერი/2018
11 სურათი
სტუდენტური სასწავლო ჟურნალის - "გზავნილის" პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტური სასწავლო  ჟურნალების პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალისტური პროდუქცია იქმნება თსუ-ის სტუდენტების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული პრაქტიკების შედეგად.
ნახვა »
16/ნოემბერი/2018
10 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია - „ხელოვნებათმცოდნეობა საქართველოში: წარსული-აწმყო-მომავალი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „ხელოვნებათმცოდნეობა საქართველოში: წარსული-აწმყო-მომავალი“ გაიმართა. კონფერენცია, რომელიც  თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა. 
ნახვა »
16/ნოემბერი/2018
6 სურათი
IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "პოლიტიკა კავკასიის გარშემო"
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "პოლიტიკა კავკასიის გარშემო" გაიმართა. კონფერენციის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკური აქტორების საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ისტორიის, ეკონომიკის, რელიგიის, კულტურისა და ხელოვნების, ენის, ლიტერატურისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა. კოფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები.

ნახვა »
16/ნოემბერი/2018
5 სურათი
თსუ კურსდამთავრებულმა „უნიქარდის“ გათამაშებაში თსუ სტუდენტური ბარათით ბინა მოიგო
თსუ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ანა კიბაბიძემ „უნიქარდის“ გათამაშებაში თსუ სტუდენტური ბარათით ბინა მოიგო ლისი ვერანდაზე. თსუ-სა და შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, თსუ სტუდენტებისთვის შეიქმნა სპეციალური სტუდენტური ბარათი, რომლითაც სტუდენტები, ამავდროულად, სარგებლობენ „უნიქარდის“ მიერ შემოთავაზებული ყველა სერვისით, სხვადასხვა სახის შეღავათებითა და ფასდაკლებით.
ნახვა »
16/ნოემბერი/2018
11 სურათი
კარლ კაუცკის წიგნის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი გერმანელი თეორეტიკოსის კარლ კაუცკის წიგნის - „საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა: შთაბეჭდილებანი და დაკვირვებანი“ - სამენოვანი (ქართულ-ინგლისურ-გერმანული) გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. უნივერსიტეტმა წიგნი ქართულ ენაზე პირველად თარგმნა და ახალი გამოცემა მოამზადა ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობასთან პარტნიორობით.
ნახვა »
« 1 ... 73 74 75 76 77 ... 198 »