ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 72 73 74 75 76 ... 198 »
21/ნოემბერი/2018
7 სურათი
SciFinder - ქიმიისა და მომიჯნავე მეცნიერებებში ინფორმაციის ძიების ინსტრუმენტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი, რომელზეც წარმოდგენილი იყო CAS-ის (ქიმიური რეფერატების სერვისი) აპლიკაციის SciFinder-ის მნიშვნელობა ქართველი მეცნიერებისათვის. სემინარზე გაიმართა პრაქტიკული ტრენინგი (SciFinder-ის სერვისის დემონსტრირება კონკრეტულ მაგალითებზე; ბაზაში პუბლიკაციების, პატენტების, ქიმიური ნაერთებისა და რეაქციების ძიება).


ნახვა »
21/ნოემბერი/2018
17 სურათი
ანდრია ბენაშვილი - 150
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ ანდრია ბენაშვილის დაბადების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა. თსუ მუზეუმში გაიხსნა ანდრია ბენაშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო მისი საარქივო დოკუმენტები, ნაშრომები, გეოდეზიური ხელსაწყოები, პირადი წერილები.

ნახვა »
21/ნოემბერი/2018
11 სურათი
ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისათვის განკუთვნილი პროგრამის პრეზენტაცია გამართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აბიტურიენტების მომზადების პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
ნახვა »
20/ნოემბერი/2018
8 სურათი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. როგორ იცვლება ბიზნეს მოდელები ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო, მათ შორის საქართველო, ჭარბვალიანობა - როგორც ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი. საუბარი ამ დასხვა თემებს შეეხო, რომლებიც დღეს აქტუალური და სტუდენტებისთვის საინტერესოა.
ნახვა »
20/ნოემბერი/2018
7 სურათი
პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ფილოსოფიის მენიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ხუციშვილის ნაშრომთა პრეზენტაცია გაიმართა.
ნახვა »
20/ნოემბერი/2018
6 სურათი
საადი შირაზელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ირანელი პოეტისა და მოაზროვნის, საადი შირაზელის (XIII ს.) შემოქმედებისადმი მიძღვილი ღონისძიება გაიმართა. სტუმრებთან ერთად საადი შირაზელისადმი მიძღვნილ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თსუ ირანისტებმა - სტუდენტებმა, პროფესორებმა და მთარგმნელებმა. შირაზის ლიტერატურისა და კულტურის საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრებეს საადის შემოქმედებისა და მისი ნააზრევის მნიშვნელობის შესახებ.
ნახვა »
« 1 ... 72 73 74 75 76 ... 198 »