ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 71 72 73 74 75 ... 198 »
27/ნოემბერი/2018
8 სურათი
სემინარი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპელი ექსპერტის პოლ ო'ლირის (ვოტერფორდის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხარისხის უზრუნევლყოფის სამსახურის უფროსი, ირლანდია) მონაწილეობით გაიმართა მორიგი სემინარი, რომელიც ინსტიტუციურ დონეზე ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს ეხებოდა. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის უნივერსიტეტებისა და ასევე ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.
ნახვა »
27/ნოემბერი/2018
6 სურათი
სტუდენტთა 78-ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა 78-ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამივე საფეხურის სტუდენტები.
ნახვა »
26/ნოემბერი/2018
7 სურათი
პროექტის - ”მეწყრების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების ეკონომიური ტელემეტრული სისტემის შექმნა“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფმა შოთა რუსთაველის - ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ”მეწყრების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების ეკონომიური ტელემეტრული სისტემის შექმნა“ პრეზენტაცია გამართა.
ნახვა »
26/ნოემბერი/2018
7 სურათი
კიბერ სავარჯიშოების პორტალის - Cyber-Lab.Tech პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერსავარჯიშოების დისტანციური პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. კიბერლაბორატორია - ახალი ონლაინ რესურსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფისა და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციის - „გრენა“ მიერ ევროკავშირის EaPConnect პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა.
ნახვა »
22/ნოემბერი/2018
9 სურათი
3000 სტუდენტზე გათვლილი ახალი სტუდენტური ქალაქი
თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი ახალი სტუდენტური ქალაქი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიაწოდეს.
ნახვა »
22/ნოემბერი/2018
8 სურათი
ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა V საერთაშორისო სიმპოზიუმი
აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას 120 წლისთავს მიეძღვნა „ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი“. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერები ესწრებოდნენ. ენათმეცნიერ კავკასიოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი სამ წელიწადში ერთხელ იმართება; წლევანდელი სიმპოზიუმი კი ენათმეცნიერ არნოლდ ჩიქობავას იუბილეს ეძღვნება.
ნახვა »
« 1 ... 71 72 73 74 75 ... 198 »