ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 70 71 72 73 74 ... 198 »
3/დეკემბერი/2018
13 სურათი
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საჯარო ლექცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ საჯარო ლექცია - "იაპონური კულტურა და იაპონური მეწარმეობის ტრადიციული ღირებულებები" (Japanese Culture and Traditional Values of Japanese Enterprise) გამართა.


ნახვა »
3/დეკემბერი/2018
6 სურათი
პროფესორ ბრაიან ვილსონის სალექციო კურსი - „საზღვაო უსაფრთხოება“
ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე საერთაშორისო სამართლის ინსიტიტუტის ეგიდით ჩატარდა პროფესორ ბრაიან ვილსონის ინგლისურენოვანი სალექციო კურსი საგანში „საზღვაო უსაფრთხოება“.
ნახვა »
30/ნოემბერი/2018
5 სურათი
ერიკ ლის საჯარო ლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერიკ ლის საჯარო ლექცია - „ექსპერიმენტი, საქართველოს მივიწყებული რევოლუცია“ გაიმართა. ერიკ ლი არის ამერიკელი ჟურნალისტი, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურადაა ჩართული მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხებში. ის 30 წლის განმავლობაში იკვლევდა სხვადასხვა ქვეყნის არქივებს.


ნახვა »
30/ნოემბერი/2018
10 სურათი
ტრეინინგ-კურსი - "სამეცნიერო ნაშრომის შექმნა"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროექტის - INTEGRITY-ის ფარგლებში, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულიმა პროფესორმა გიული შაბაშვილმა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ბოლო სემესტრელი სტუდენტებისთვის გამართა ტრეინინგი. სტუდენტები გაეცნენ სამეცნიერო ნაშრომის შექმნის სტრატეგიებს, პლაგიატის პრევენციის საშუალებებს, შეასრულეს პრაქტიკული დავალებები.

ნახვა »
30/ნოემბერი/2018
7 სურათი
სიმპოზიუმი: "დამსხვრეული იმპერიები - უნგრეთის ახალი პერსპექტივები ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიმპოზიუმი - „დამსხვრეული იმპერიები - უნგრეთის ახალი პერსპექტივები ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში“ გაიმართა. ღონისძიების ძირითადი თემა იყო I მსოფლიო ომის გავლენა და კვალი უნგრეთის ისტორიასა და საზოგადოებაზე. ღონისძიება საქართველოში უნგრეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა .


ნახვა »
29/ნოემბერი/2018
8 სურათი
თამარ გაგოშიძის საჯარო ლექცია - "დასწავლის სპეციფიკური დარღვევა"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნეიროფსიქოლოგის, პროფესორ თამარ გაგოშიძის საჯარო ლექცია - „დასწავლის სპეციფიკური დარღვევა“ გაიმართა. არის თუ არა ეს დარღვევა განკურნებადი, რა ტიპის დასწავლის სპეციფიკური დარღვევა არსებობს, რომელ სპეციალისტს უნდა მიმართონ მშობლებმა ასეთ დროს. ამ და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას გაეცნო საჯარო ლექციაზე დამსწრე საზოგადოება.

ნახვა »
« 1 ... 70 71 72 73 74 ... 198 »