ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 69 70 71 72 73 ... 198 »
5/დეკემბერი/2018
9 სურათი
ქართული ენის ხელშეწყობის პროექტი - „ქართულად“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "თიბისის ბანკის" პროექტის - „ქართულად“ წარდგენა გაიმართა. პროექტის პარტნიორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიული ცენტრი“, რომელიც პროექტში 50 000 ინგლისურ-ქართული წინადადებით იღებს მონაწილეობას.


ნახვა »
5/დეკემბერი/2018
12 სურათი
სკოლის მოსწავლეები თსუ ,,მომავლის ბიბლიოთეკაში"
თსუ ბიბლიოთეკამ დაწყებითი კლასების სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ღონისძიებაზე სტუმრად მოსულ ბავშვებს ცნობილი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურული პერსონაჟები დახვდნენ, გაიმართა ზღაპრების ხმამაღალი კითხვა და სხვადასხვა გასართობი აქტივობები. თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში გაიხსნა სამკითხველო დარბაზი პატარა მკითხველისთვის ,,მომავლის ბიბლიოთეკა," რომელიც კვირაში ერთხელ მიიღებს ბავშვებს საყვარელი მწერლების სამყაროში.
ნახვა »
5/დეკემბერი/2018
7 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კომპანია „გრანთ თორნთონს“ შორის
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საერთაშორისო აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონში“ პრაქტიკას გაივლიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია „გრანთ თორნთონს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, კომპანია „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიონ/დირექტორმა ვახტანგ ცაბაძემ და დირექტორმა ქეთევან ღამბაშიძემ მოაწერეს.
ნახვა »
5/დეკემბერი/2018
3 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს (GIP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და GIP დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების ერთობლივი ძალისხმევით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას, ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, თსუ სტუდენტების ჩართულობას საჯარო ლექციებსა და საზაფხულო სკოლებში.
ნახვა »
5/დეკემბერი/2018
7 სურათი
საჯარო ლექცია და ადამიანის უფლებათა კრებულის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, გაიმართა საჯარო ლექცია „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო იურისდიქცია: ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოწვევები“. ასევე, ჩატარდა სტატიათა კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვა: კანონმდებლობა და პრაქტიკა” პრეზენტაცია.


ნახვა »
4/დეკემბერი/2018
8 სურათი
თსუ-ს წარმატება - მეორე ადგილი საერთო ევროპული იმიტირებული პროცესების ჩემპიონატში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ლტოლვილთა სამართლის საერთო ევროპული იმიტირებული პროცესის ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობა ფინალისტის რანგში დაასრულა. შეჯიბრის საერთაშორისო რაუნდებს ლუბლიანას უნივერსიტეტმა (სლოვენია) უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, გაერო-ს უმაღლესი კომისარიატი ლტოლვილთა საკითხებში, სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლო და ლუბლიანას უნივერსიტეტი.


ნახვა »
« 1 ... 69 70 71 72 73 ... 198 »