ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 68 69 70 71 72 ... 198 »
11/დეკემბერი/2018
5 სურათი
“სექსუალური შევიწროების პრევენცია და რეგულირება საქართველოში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორმა, ბაია პატარაიამ ისაუბრა თემაზე: “სექსუალური შევიწროების პრევენცია და რეგულირება საქართველოში". ლექციაზე განხილული იყო სექსუალური შევიწროების არსი, სამართალწარმოება და ის ვალდებულებები, რომელიც გათვალისწინებულია სტამბოლის კონვენციით.
ნახვა »
10/დეკემბერი/2018
12 სურათი
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართა. კვირეულის მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

ნახვა »
10/დეკემბერი/2018
7 სურათი
ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებითი საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტელი პოეტის, ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თსუ კურსდამთავრებული, პოეტი ვახტანგ ჯავახაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. საღამო, პოეტის მეუღლის, ნანა ღრუბელაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
ნახვა »
10/დეკემბერი/2018
8 სურათი
,,თბილისის დღიური - 1866-1900’’ - წიგნის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანა ბაქანიძის წიგნის - ,,თბილისის დღიური - 1866-1900’’ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში თავმოყრილია აღნიშნული პერიოდის პრესაში, ,,ივერიასა’’ და ,,დროებაში’’ დედაქალაქის შესახებ გამოქვეყნებული სტატიები. შინაარსობრივი და ვიზუალური მასალა ქრონოლოგიურად, წლების მიხედვითაა წარმოდგენილი.

ნახვა »
6/დეკემბერი/2018
16 სურათი
რუსუდან ნიშნიანიძის წიგნის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ რუსუდან ნიშნიანიძის ორტომეულის ,,უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი" პრეზენტაცია გაიმართა. ორტომეული ქართული წარმომავლობის ამერიკელი მწერლისა და მოქანდაკის ჯორჯ-გიორგი პაპაშვილის შემოქმედებას ეხება. წიგნის ავტორი, რუსუდან ნიშნიანიძე თსუ სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში ლიჰაის უნივერსიტეტში, სადაც გაეცნო ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილების უნიკალურ საარქივო მასალას.     

ნახვა »
6/დეკემბერი/2018
4 სურათი
თსუ რექტორი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე  მე-7 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ყველა იმ პრობლემას შეეხო, რომელიც უნივერსიტეტში, მათ შორის საფაკულტეტო დონეზე დგას. რექტორთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.


ნახვა »
« 1 ... 68 69 70 71 72 ... 198 »