ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 67 68 69 70 71 ... 198 »
14/დეკემბერი/2018
5 სურათი
კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და პოლიტიკის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და პოლიტიკის შესახებ კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო წარმოეჩინა ის წარმატებული კვლევები და მიღწევები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ხელოვნური ინტელექტის და პოლიტიკის შესახებ კავკასიის რეგიონში.
ნახვა »
14/დეკემბერი/2018
6 სურათი
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა გამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. საჯარო მმართველობის რეფორმის უფრო ეფექტიანი განხორციელებისათვის სამოქალაქო საზოგადოების თორმეტმა ორგანიზაციამ 16 ინოვაციური ინიციატივა შესთავაზა საქართველოს მთავრობას. პროექტები მოიცავს საჯარო მმართველობის ისეთ საკვანძო სფეროებს, როგორიცაა ღია და ინკლუზიური სახელმწიფო სერვისები, ბიუროკრატიის შემცირება, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება, დავების მოგვარება, მოქალაქეებთან კომუნიკაცია და სხვა.




ნახვა »
13/დეკემბერი/2018
6 სურათი
ადმინისტრაციული მეცნიერების სახელმძღვანელოს ავტორების მოხსენებათა სერია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ორგანიზებით, ადმინისტრაციული მეცნიერების სახელმძღვანელოს ავტორების მოხსენებათა სერიის მეორე ღონისძიება გაიმართა თემაზე: "ელექტრონული მმართველობა ქართული და ევროპული პერსპექტივიდან".



ნახვა »
12/დეკემბერი/2018
6 სურათი
დასაქმების ფორუმი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენელი კომპანიებისა და ორგანიზაციებისგან სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვადასხვა შეთავაზებები მიიღეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 40-ზე მეტი დამსაქმებელი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა.
ნახვა »
12/დეკემბერი/2018
5 სურათი
ცნობილი ქართველი ალპინისტი თსუ საბავშვო უნივერსიტეტის "მოგზაურთა კლუბში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ საბავშვო უნივერსიტეტის "მოგზაურთა კლუბს" ცნობილი ქართველი ალპინისტი გია თორთლაძე ესტუმრა. საჯარო ლექციას სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები დაესწრნენ.
ნახვა »
11/დეკემბერი/2018
6 სურათი
სტუდენტური კონფერენცია - „ქალები საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში: გამოწვევები, ლიდერობა, გამოცდილება“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით პროექტის „ქალები და გოგოები საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში“ ფარგლებში, გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე „ქალები საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში: გამოწვევები, ლიდერობა, გამოცდილება“.

ნახვა »
« 1 ... 67 68 69 70 71 ... 198 »