ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 66 67 68 69 70 ... 198 »
18/დეკემბერი/2018
12 სურათი
წიგნის - „კლასიკოსი” წარდგენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვალერი ასათიანის წიგნის - „კლასიკოსი” წარდგენა გაიმართა. ღონისძიებაზე  გამოჩენილი ქართველი ფილოლოგ-კლასიკოსისა და პაპიროლოგის გრიგოლ წერეთლის სახელობის აუდიტორია გაიხსნა. ღონისძიება თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.
ნახვა »
17/დეკემბერი/2018
12 სურათი
ირანული ფილმების ფესტივალი და ფოტოგამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანული ფილმების ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იყო ოთხი ირანული ფილმი, ასევე, გაიმართა ირანელი ფოტოგრაფების ნამუშევართა გამოფენა -“სამხრეთი ირანი“. ირანული ფილმების ფესტივალი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მიზანია, ირანული კულტურის, ხელოვნებისა და კინოს პოპულარიზაცია.
ნახვა »
17/დეკემბერი/2018
9 სურათი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი სტუდენტური საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით პირველი სტუდენტური საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ნახვა »
17/დეკემბერი/2018
10 სურათი
ლია სტურუას პოეზიის საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტელი პოეტის ლია სტურუას პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტი დამსწრე აუდიტორიას განვლილ პროფესიულ გზაზე ესაუბრა და საკუთარი ლექსები წაუკითხა. ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თსუ კურსდამთავრებული, პოეტი ლია სტურუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.


ნახვა »
17/დეკემბერი/2018
8 სურათი
შეხვედრა ცნობილ ჩერქეზ მხატვარსა და მწერალთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის ინსტიტუტმა ცნობილ ჩერქეზ მხატვარსა და მწერალთან, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრთან თეუჩეჟ ყატთან შეხვედრა გამართა. თეუჩეჟ ყატის შემოქმედება ქართულ-კავკასიურ თემატიკას ასახავს. თსუ პროფესორებთან, სტუდენტებთან და დაინტერესებულ სტუმრებთან შეხვედრაზე თეუჩეჟ ყატმა საკუთარი წიგნებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრა.


ნახვა »
14/დეკემბერი/2018
20 სურათი
შალვა ნუცუბიძე -130
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავი აღინიშნა. იუბილის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, თსუ მუზეუმში შალვა ნუცუბიძის ნაშრომები, ფოტოები და მემორიალური ნივთები გამოიფინა. საიუბილეო ღონისძიება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.
    





ნახვა »
« 1 ... 66 67 68 69 70 ... 198 »